საუდის არაბეთი ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებს შეუერთდება

საუდის არაბეთი ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებს შეუერთდება

access_time2022-08-10 20:30:00

Forbes-ის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსათვის საუდის არაბეთი ტრილიონდოლარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებს შეუერთდება. ამერიკული გამოცემის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების გაძვირებაა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოში სულ 18 სახელმწიფოა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) 1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. პირველ ადგილას მშპ-ს მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 23 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 17.5 ტრილიონი აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს. სამეულში 4.9 ტრილიონი აშშ დოლარით იაპონიაც შედის.


Forbes-ის ინფორმაციით, მშპ-ს სიდიდის რეიტინგში წინა წლამდე მე-19 ადგილს საუდის არაბეთი იკავებდა. 2021 წელს მისი მშპ $834 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, წელს საუდის არაბეთის ეკონომიკის ზრდის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორის, ნავთობის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით წლის ბოლოსათვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს საუდის არაბეთის ეკონომიკაც გადააჭარბებს.



ეკონომისტების პროგნოზით, საუდის არაბეთი 2022 წელს მშპ-ს 10%-იანი სიჭარბით დაასრულებს. ცნობისათვის, მეორე კვარტალში სახელმწიფოს მშპ-ს სიჭარბემ 20 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით კი ეს ტემპი შენარჩუნდება.


საუდის არაბეთის მთავრობის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა. ნავთობის სექტორის ზრდამ კი 23.1% შეადგინა. საუდის არაბეთის შემთხვევაში, ნავთობის ინდუსტრიაში შემოსავლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში პირდაპირ ითარგმნება.


წყარო: forbes.ge






ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?
access_time2022-10-04 14:00:18
აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.58 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით...


მსგავსი სიახლეები

up