საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში მდებარე უზარმაზარი ნავთობსადგურის ძვირად ღირებულ დასასვენებელ ადგილად გადაქცევას გეგმავს.
სასტუმროს 800 ნომრით და 11 რესტორნით, რომელსაც “რიგ“ ეწოდება, უამრავი სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს გარდა, კომპლექსი მოიცავს ატრაქციონებსა და სლაიდინგს, ასევე ბევრ სხვა ექსტრემალურ აქტივობას.
პროექტს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი აფინანსებს. ატრაქციონი Rig, იქნება პირველი გასართობი ადგილი ოფშორული ნავთობის პლატფორმაზე. 50 000 კვადრატული ფუტის ფართობის არაბეთის კურორტი ზღვაზე განლაგდება.
რეკლამაში წარმოდგენილია თემატური პარკის წყლის სლაიდები, რომლებიც აშენებულია საბურღ პლატფორმაზე და სასტუმროს ფოლადისა და მინის ატრიუმი ატრაქციონის ცენტრში.
”ეს არის ნამდვილი ლაბორატორია ახალი მღელვარების, ექსტრემალური სპორტისა და თავგადასავლების მყვარული პიონერებისთვის.“- ნათქვამია კურორტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თემატურ ექსტრემალურ პარკში ხელმისაწვდომი იქნება ჯამპინგი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ასასვლელი კედელი, დაივინგი, ეშმაკის ბორბალი, კარტინგი, წყლის სლაიდები, არენები, თეატრები, სკუბა დაივინგი და ა.შ.
წყარო - therichest.com ბიზნესპრესნიუსი