საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო აპირებს მაისის თვეში ნავთობის ექსპორტის გაზრდას რეკორდულ ოდენობამდე - 10,6 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.
მიწოდების ზრდა უზრუნველყოფილ იქნება 600 ათასი ბარელის/დღე-ღამეში მეშვეობით, რომელიც გადამისამართებულ იქნა ქვეყნის შიდა ბაზრიდან.
„ექსპორტის ზრდა შესაძლებელი იქნება ალ-ფადილის გაზგადამამუშავებელი საწარმოდან გაზის გამოყენების ხარჯზე შიდა ბაზარზე ელექტროგენერაციის ობიექტებისათვის, ასევე ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნილების შემცირების ხარჯზე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთი აპირებს ნავთობის ექსპორტის გაზრდას 10 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.
oilnews.ge