საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსებისთვის ინვესტორთა განაცხადების მიღება დაიწყო და განთავსების ფასის დიაპაზონი - 30-32 რიალი (8-8,5 დოლარი) დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუდის არაბეთის ბირჟა Tadawul-ზე კომპანია აქციების 1,5%-ს გაიტანს. საბოლოო ფასი 5 დეკემბერს გახდება ცნობილი. თუ განთავსების საბოლოო ფასი დიაპაზონის ზედა ზღვარზე დაბალი იქნება, საცალო ინვესტორებს სხვაობა დაუბრუნდებათ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კომპანიის ღირებულება 1,7 ტრილიონი დოლარს შეადგენს.
მანამდე Saudi Aramco-ს აქციების პირველადი განთავსება რამდენჯერმე გადაიდო. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, კომპანია ბაზარზე თავისი აქციების 2%-ს გაიტანს. საუდის არაბეთის მთავრობა, რომელიც ამ დროისთვის კომპანიის ერთადერთი აქციონერია, აქციების სანაცვლოდ 40 მილიარდი დოლარის მიღებას ელოდება, რაც ამ შეთანხმებას ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეთანხმება იქნება.
imedinews