საუბარი იმაზე, რომ ევროპული ქვეყნები რძის პროდუქტებით შეგვიშვებენ ბაზარზე, არის ბლეფი, არანაირ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ - ასოციაცია

საუბარი იმაზე, რომ ევროპული ქვეყნები რძის პროდუქტებით შეგვიშვებენ ბაზარზე, არის ბლეფი, არანაირ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ - ასოციაცია

access_time2022-11-28 11:00:58

რძის ნაწარმის ფასები უკვე რამდენიმე თვეა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, შესაბამისად გაძვირებულია ყველიც და სხვა რძის ნაწარმიც.


„თუ ადრე ბაზრის 30%-ს ქართული ნედლი რძე აკმაყოფილებდა, დღეს ვითარება ბევრად კატასტროფულია, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 10-15%-მდე ჩამოვიდა. ძალიან მარტივად ჩაგვანაცვლა ბელარუსულმა რძემ. კატასტროფული ვითარებაა ფასების მხრივ. 22 ლარი გახდა იმერული ყველი, არ ახსოვს ქართულ ბაზარს ასეთი შემთხვევა. ასეთი მარტივი ყველისთვის იმის გამო, რომ რძის დეფიციტია, 22 ლარი ფასი მართლაც კატასტროფაა. თუმცა თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ძალიან მალე 28 ლარიც გახდება“,  ამბობს ანა მიქაძე.



ექსპორტზე საუბრისას კი ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტების მოხვედრის შანსი მინიმალურია, რადგან ის ვერანაირ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 


„რძის პროდუქტების ექსპორტზე საუბარი არის ბლეფი. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა ცხოველური პროდუქტებით და პირველ რიგში რძის პროდუქტებით შეგვიშვებს ბაზარზე, არის ბლეფი, რადგან არანაირ მოთხოვნებს, არანაირ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ. საკუთარ ბაზარზე არ გვყოფნის არაფერი და რომელ უცხოურ ბაზარზეა საუბარი. გარდა ამისა, ევროპაში გასატან პროდუქტს ბევრი სტანდარტის დაკმაყოფილება უწევს, რასაც ქართული სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებს. რაღაც პატარა კომპანიები, რომლებიც თითქოს ექსპორტზე გადიან, აი, წარმოუდგენელია“, — ამბობს ანა მიქაძე.



თეგები:
ყველი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up