სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები, რომელსაც „არემჯის“ თანადაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები, რომელსაც „არემჯის“ თანადაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

access_time2018-11-06 16:50:23

სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი ფრაგმენტები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმს გადასცა. 8 ფრაგმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატება და დროთა განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან კონსოლიდირდება.



ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. პატარა წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი (1171 წ.) საზღვრავს და საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელსაც აქამდე მეფე გიორგი-ლაშასთან იყო გაიგივებული, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.



ახლადმიკვლეული ფრაგმენტის ხელოვნების მუზეუმში დაცულ კანკელთან იდენტიფიცირება ხელოვნებათმცოდნეების - გიორგი გაგოშიძისა და თამაზ გოგოლაძის მიერ განხორციელდა, რომლებიც ამ დასკვნამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მივიდნენ. კანკელის ახლადაღმოჩენილ ფრაგმენტზე იკითხება შემდეგი ტექსტი: "[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)" ფრაგმენტის ტექსტი თამაზ გოგოლაძემ წაიკითხა, ხოლო მასზე მითითებული თარიღი კი ხელოვნებათმცდონე თემურ ჯოჯუას მიერ დაზუსტდა.




სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით მე-5 თვეა მიმდინარეობს. პროექტი სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ თანადაფინანსებით მიმდინარეობს და ის საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „არემჯის“ შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, 2017 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.



„მოხარული ვარ, რომ დღეს ყველანი ამ ისტორიულ ფაქტის მომსწრენი და მონაწილეები გავხდით. სათხის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესის დროს აღმოჩენილი კანკელის ფრაგმენტები, ეროვნული მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან გაერთიანდება. აღნიშნულ პროექტში, რომელიც სათხის ეკლესიის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციასთან ერთად მთელ რიგ სამეცნიერო პროცესებს და კვლევებს მოიცავს, პროფესიონალთა მთელი გუნდია ჩართული. მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივა, რომელმაც დასაბამი დაუდო ამ პროექტის განხორციელებას“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.


(R)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up