სათხილამურო კლუბ Proleski Ski Club-ის გახსნის თარიღი და მდებარეობა უკვე ცნობილია

სათხილამურო კლუბ Proleski Ski Club-ის გახსნის თარიღი და მდებარეობა უკვე ცნობილია

access_time2019-09-12 19:00:25

სათხილამურო კლუბ Proleski Ski Club-ის გახსნის თარიღი და მდებარეობა უკვე ცნობილია. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი სათხილამურო სასწავლო კლუბი 15 დეკემბრისთვის გაიხსნება. კლუბის მიზანია დამწყებებისა და მოყვარულებისთვის თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალის შესწავლა, დახვეწა და პროფესიონალურ დონეზე ათვისება სპეციალური ტრენაჟორებით, ყოველივე ეს კი ახალ სავარჯიშო დარბაზში იქნება შესაძლებელი.



როგორც კომპანია Proleski Georgia-ს დამფუძნებელი გურო გოგიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, ტრენაჟორები ინგლისური კომპანიის მიერ უკვე მზადდება და ჩამოსვლისთანავე დაიწყება მონტაჟი. ხოლო კლუბი მსურველს რამიშვილის 31-ში, მზიურის ჩასახვევთან მდებარე შენობაში ელოდება.



„ტრენაჟორები უკვე შეკვეთილია და ქარხანაში მიდის მათი მზადების პროცესი.   ტრანსპორტირებით, მონტაჟით და გახსნასთან დაკავშირებული პროცედურების ჩათვლით ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 15 დეკემბერს გავხსნათ ეს კლუბი. აღსანიშნავია, რომ ფართის მოძებნა საკმაოდ გაგვიჭირდა, შემოთავაზებები გვქონდა „არენასგანაც“, თუმცა არც ჭერის სიმაღლე გვაწყობდა ხელს  და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ვერ დააკმაყოფილებდა კლუბის საჭიროებებს ეს შენობა. ამ სასაწავლო ცენტრს სულ სხვანაირი სივრცე სჭირდება.“ - ამბობს გურო გოგიშვილი


 


ბრიტანეთში დარეგისტრირებული, უკრაინული კომპანია  Proleski-ს ქართულმა  პარტნიორმა კომპანიამ Proleski Georgia-მ  საქართველოს ბაზარზე პირველად სპეციალური ტრენაჟორები შემოიტანა და სათხილამურო და სნოუბორდზე დგომის ტექნიკის სასწავლო ცენტრებს ხსნის. პირველი ლოკაცია დედაქალაქია, თუმცა უახლოეს მომავალში კომპანიის წამომადგენლობა ბათუმში მეორე ფილიალს გახსნის.


 


ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები, რომელთაც სურთ ბავშვებს ასწავლონ თხილამურზე ან სნოუბორდზე დგომა.  კლუბში გაწევრიანების მსურველის მინიმალური ასაკი 3 წლიდან იწყება.


 

სპეციალური ტრენაჟორი აჩვენებს ადამიანს თხილამურზე დგომის დროს დაშვებულ შეცდომას, ტრენერის დახმარებით კი სწორად სრიალის ტექნიკას ასწავლის.

 

კომპანია Proleski  პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც ამ ბიზნესის განვითარებას გეგმავს.


მარიამ მორგოშია






ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up