სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ჩართული სუბიექტებისთვის საგამოცდო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ჩართული სუბიექტებისთვის საგამოცდო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

access_time2022-11-09 21:00:33

უახლოეს ხანებში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგამოცდო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული ასახულია დოკუმენტში „ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“.


როგორც „კომერსანტს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ და ქვეყნის მიერთებამ სატრანსპორტო დარგში არსებულ პრიორიტეტულ კონვენციებთან და შეთანხმებებთან, შექმნა იმის ხელსაყრელი პირობები, რომ საქართველოს გამოეყენებინა თავისი სატრანსპორტო პოტენციალი.


„ამ შეთანხმებების, კონვენციების და ევრორეგულაციების შინაარსმა, რომლის დანიშნულებაა უსაფრთხოების ამაღლება, შედეგად მოიტანა სატრანსპორტო პარკის სტრუქტურული გაუმჯობესება და რაც მთავარია დარგში დასაქმებული კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სააგენტოში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. სააგენტოში არსებულ საკვალიფიკაციო ცენტრში ხდება მძღოლების, ავტოსატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებელი პირების მომზადება/გადამზადება. შედეგად უკვე მომზადებულია 9300 - ზე მეტი მძღოლი და 300 - ზე მეტი ტრანსპორტის მენეჯერი, რომელთაგან ნაწილი საქმიანობს ქვეყნის შიგნით, ნაწილი წარმატებულად მუშაობს საზღვარგარეთ. ისინი არიან სრულიად კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე.


აღსანიშნავია, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის თანახმად (მიღების თარიღი: 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.05.001.020578) კერძო სექტორს ეძლევა უფლება განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭირო სწავლება და პერიოდული გადამზადება თუ მათ აღნიშნულისათვის მიღებული აქვთ სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი სტატუსი.



ასევე, სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის და პერიოდული გადამზადებისთვის საჭირო, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგამოცდო ცენტრის მშენებლობას“, - აღნიშნავენ სააგენტოში.


სახიფათო ტვირთი არის ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმების (ADR)  შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.


სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით- „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.


აღნიშნული რეგლამენტი შემუშავებულია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ჟენევა 1957 წლის 30 სექტემბერი), „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად და სრულ შესაბამისობაშია სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ გაეროს წესებთან და ADR-ის დებულებების მოთხოვნებთან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up