არაეფექტური ხარჯები და სხვა დარღვევები თბილისის მეტროში-აუდიტის დასკვნა

არაეფექტური ხარჯები და სხვა დარღვევები თბილისის მეტროში-აუდიტის დასკვნა

access_time2020-02-11 10:00:29

დედაქალაქში, კონკრეტულად კი  მეტროსადგურებში არსებული მდგომარეობა მისაღები, რომ არ არის ამაზე ყველა თანხმდება. პრობლემაზე ღიად საუბრობს კახი კალაძეც. თბილისში, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები არასასურველი ფორმებით მიმდინარეობს, ამას  აუდიტის დასკვნაც ადასტურებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნით ირკვევა, რომ არსებული ხარვეზები ძირითადად, უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენებამ გამოიწვია.

 

უმაღლესი აუდიტორული ორგანო ამბობს, რომ მეტროსსადგურების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისას, კომპანიაში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სამშენებლო თვალსაზრისით არსებითი შეუსაბამობების გამოვლენა და გამოსწორება. კომპანიამ გასწია არაეფექტიანი ხარჯები, რადგან ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით განსაზღვრული შედეგის სრულად და დროული მიღწევა.

 

გამოვლენილი გარემოებები შემდეგია: 


სატრანსპორტო კომპანიამ 2016-2017 წლებში შეისყიდა „გურამიშვილის”, „ავლაბრის“, „ვაგზლის მოედანი-1”-ის, „ვარკეთილის”, „თავისუფლების მოედნის“, „მარჯანიშვილის”, „ახმეტელის თეატრის” მეტროს სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ხელშეკრულებები გაფორმებულია შპს „გეომეფთან“, ჯამური ღირებულებით – 219.5 ათასი ლარი. ხელშეკრულებების საკასო ხარჯი 189.4 ათასი ლარია, ხოლო პირობების დარღვევისათვის მიმწოდებელზე დარიცხულია 30.1 ათასი ლარის საურავი.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებების პირობა და სამშენებლო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია  არასრული საექსპერტო შეფასებით ჩაიბარა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დახარვეზდა შპს „გეომეფის“ მიერ მომზადებული შემდეგი მეტროს სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია: „რუსთაველი“, „ავლაბარი“, ,,ვაგზლის მოედანი-1“, „ვარკეთილი“, „თავისუფლების მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „გურამიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“.


 

2017 წელს კომპანიამ შეისყიდა „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების საკასო ხარჯი 334.0 ათასი ლარია, რომელიც აუნაზღაურდა ტენდერში  გამარჯვებულ საწარმოს – შპს „ყვარელრემმშენს“. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოების დასრულებაზე შედგენილია 2017 წლის 29 სექტემბერს. 2018 წლის იანვარში მეტროს ქვედა ვესტიბიულში ჩამოვარდა შეკიდული ჭერი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დოკუმენტაცია ამოღებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

 

აუდიტის დასკვნას ნაწილობრივ ეთანხმება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, თუმცა, იგი განმარტავს, რომ ყველა პროექტზე ერთი შეფასება, რომ ხარვეზები უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენებამ გამოიწვია, არასწორი იქნება.

 

„სამშენებლო ტენდერების გამოცხადება ექსპერტიზა გავლილი პროექტის მიხედვით ხდება ხოლმე. პროექტების ავკარგიანობაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არ იქნება მართებული, საუბარია, გასული წლებში განხოციელბულ პროექტებზე. ჩემი ხელმძღვანელობის დროს პროექტები ექსპერტიზით ხორციელდება და მხოლოდ ექსპერტიზა გავლილი პროექტების მიხედვით ცხადდება ტენდერები სამუშაოს შესრულებაზე. აღსანიშნავია, ისიც რომ ექსპერტიზები სამუშაოს შესრულების დროსაც ტარდება. ვარკეთილის შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ჩამოინგრა ჭერი. საქმეს  შესაბამისი ორგანო იძიებს. გამოთხოვილია ყველა დოკუმენტაცია და პროკურატურა როგორც კი დაასრულებს გამოძიებას, გაირკვევა რაში მდგომარეობდა საქმე და  ჭერი ვისი ბრალეულობით ჩამოინგრა. რაც შეეხება გურამიშვილს, იქ  დამატებითი ნიუანსები აღმოჩნდა  რომლის გამოც  სამუშაოები დაკონსერვდა. ჩემი ინფორმაციით, საუბარი არასწორ პროექტირებასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - აცხადებს გიორგი შარკოვი.

 

მისი განცხადებით,  შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით „გეომეფთან“ კითხვები თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც აქვს. საკითხის გარკვევას კომპანია სამართლებრივად ცდლობს.2019 წლის პირველ მარტს კომპანიამ მიმართა ბიუროს და მოითხოვა შპს „გეომეფის“ მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ ხარვეზებით შესრულებული მომსახურებისა და არასრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებით მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა.

 

„ჩვენ გასულ წელს „გეომეფთან“ დაკავშირებით არაერთი კითხვა გვქონდა, ამ კომპანიასთან სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა პრეტენზია. როდესაც მიღება- ჩაბარების აქტები გაფორმებულია, რთულია რაიმე ღონისძიების გატარება. სამართლებრივად ვამუშავებთ ამ საკითხს და შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ პროცეს, რათა ჩვენი კომპანიის ინტერესები სრულად გათვალისწინებული იყოს“, - აცხადებს გიორგი შარკოვი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე აგრძელებს თუ არა თბილისის სატრანსპორტო კომპანია შპს „გეომეფთან“ თანამშრომლობას, გიორგი შარკოვის პასუხი შემდეგია:

 

„ჩვენთან ყველა სახელმწიფო შესყიდვაზე ცხადდება ტენდერი და წესებიდან გამომდინარე, მე ვთანამშრომლობ ყველა იმ კომპანიასთან, ვინც გაიმარჯვებს ტენდერში. ამ ეტაპისთვის კომპანიას ჩვენთან მიმდინარე პროექტები არ აქვს“, განმარტავს გიორგი შარკოვი.

 

ბაჩო ადამია




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?

რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?
access_time2020-10-23 10:00:12
არჩევნებს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ პროდუქტს თუ მომსახურებას თავისი ფასი გააჩნია. ხარჯი ორგვარია: პირდაპირი, რაც გულისხმობს ბიულეტენების ბეჭდვას, საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელფასების გადახდას, სარეკლამო დროს, ტრანსპორტირებას, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას... ასევე პარტიების მხრიდან კამპანიაზე გაწეულ ხარჯებს.  და მეორე, ირიბი —  განვითარებად ქვეყნებში, სადაც მაღალია მოულოდნელობის კოეფიციენტი წინასაარჩევნოდ ეკონომიკური აქტივობა მცირდება....

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...


მსგავსი სიახლეები

up