სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სამშენებლო ინდუსტრია, ენერგეტიკა, წარმოება და სტუმართმასპინძლობის სექტორი - ნათია თურნავა ბიზნესსექტორის განვითარებისთვის მიმზიდველ მიმართულებებს ასახელებს

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სამშენებლო ინდუსტრია, ენერგეტიკა, წარმოება და სტუმართმასპინძლობის სექტორი - ნათია თურნავა ბიზნესსექტორის განვითარებისთვის მიმზიდველ მიმართულებებს ასახელებს

access_time2019-10-23 13:16:39

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საინვესტიციო პანელზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესსექტორის განვითარებისთვის მიმზიდველ მიმართულებებზე ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„საქართველო წარმოადგენს სწრაფად მზარდ ეკონომიკას რეგიონში, რომელიც ძალიან დიდ საშუალებას აძლევს მრავალ ბიზნესსექტორს განვითარებისათვის. ჩვენი კარგი გეოპოლიტიკური განლაგება ქმნის მრავალ შესაძლებლობებს, რათა განვითარდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება. აქ მინდა ხაზი გავუსვა იმ სინერგიებს, რომელიც არსებობს საჯარო ინვესტიციებსა და კერძო ინვესტიციებს შორის, უზარმაზარი საჯარო ინვესტიციები ჩაიდო, რათა გაუმჯობესდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რათა უფრო ფართო ინფრასტრუქტურული პროექტები შეიქმნას, იმ დროს როდესაც კერძო სექტორს წვლილი შეჰქონდა დაკავშირებული ღირებულების ჯაჭვის განვითარებაზე, მიწოდების ჯაჭვის განვითარებაზე. სამშენებლო ინდუსტრია და სამშენებლო მასალების წარმოება, რომელიც მიბმულია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და მიწოდებასთან გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის სამშენებლო ინდუსტრია ბუმს განიცდის საქართველოში.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რაც ინვესტორებს კვლავ აინტერესებთ, ეს გახლავთ ენერგო სფერო. საქართველო გახლავთ წყლით მდიდარი ქვეყანა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80%-ი ჩვენი ელექტროენერგიის წარმოების მწვანე ენერგიის ჰიდროელექტრო სადგურებიდან გამოიმუშავება, მაგრამ სწრაფად მზარდ ეკონომიკას მივყავართ ასევე ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდამდე, რაც არის გამოწვევა, საჭიროა მეტი ჰიდროელექტრო სადგურების აშენება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისათვის და ამ თვალსაზრისით ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავინახოთ მზარდი ტენდენცია ინვესტიციებისა მცირე და საშუალო განახლებად ენერგიაში. გარდა ჰიდროელექტრო სადგურებისა ასევე მხარს ვუჭერთ დივერსიფიკაციას. ბიზნესებს მოვუწოდებთ მოახდინონ ინვესტიცია სხვა განახლებად ენერგიაში, როგორიც არის ქარის, როგორიც არის მზის ენერგია.
ასევე მინდა აღვნიშნო ტურიზმი, სტუმართმასპინძლობის სექტორი, ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა ღვინის ისტორიაა, საქართველო სამჯერ უფრო მეტ სტუმარს იღებს, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. ყველა ცნობილი სასტუმრო ბრენდია წარმოდგენილი, მაგრამ არსებობს კიდევ სივრცე ინვესტიციებისთვის, სამვარსკვლავიანი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სოფლად, რათა ეკოტურიზმის და აგროტურიზმის მიმართულებები განვითარდეს, სადაც საქართველოს მთავრობა ასევე უზრუნველყოფს მარკეტინგულ და ფინანსურ მხარდაჭერას.




და ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი, მსურს ხაზი გავუსვა წარმოების მნიშვნელობას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თვითონ მცირე ბაზარია, მაგრამ მას აქვს პერსპექტივა იმისა, რომ საინვესტიციო ჰაბი გახდეს. ქვეყანამ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას სხვადასხვა ქვეყნებთან, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი რაოდენობის მომხმარებლის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ წარმოების ჯაჭვის განვითარებას, აღჭურვილობით და სხვადასხვა ასპექტებით." - განაცხადა ნათია თურნავამ.







ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!
access_time2020-01-28 12:30:07
წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად...

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა
access_time2020-01-28 10:45:30
ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.   26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და...

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს

„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს
access_time2020-01-28 10:00:03
საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განათლებისა და უძრავი ქონების ფარული დარგების გამოკვლევას გეგმავს. უწყება  რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. მათი გათვლით, ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილშია, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში განსაკუთრებით მაღალია. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც სრული სურათი გამოკვეთება, რეპეტიტორებსაც და ბინის...


მსგავსი სიახლეები

up