სატრანსპორტო და ურბანული განვითარების რა გეგმა აქვს

სატრანსპორტო და ურბანული განვითარების რა გეგმა აქვს "ლელოს"

access_time2021-09-25 15:32:35

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე  განიხილეს "ლელოს" ხედვა ქალაქის განვითარების, სატრანსპორტო  პოლიტიკის პრობლემების და პერსპექტივების შესახებ. მოისმინეს დარგის სპეციალისტების შეფასებები და შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

"დღეს დედაქალაქის პრობლემები ტრანსპორტის მხრივ გულისხმობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის  არასაკმარისი რაოდენობა, საცობები, პარკინგის საკითხები, ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას"- ამის შესახებ შეხვედრის მსვლელობისას თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, "ლელოს" ხედვებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

"ორი დღის წინ ნათლად დავინახეთ თუ რა პრობლემები აქვს სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქს. ოდნავ უხვი ნალექის შემთხვევაში დავინახეთ, რომ სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე ვიდექით. ისიც დავინახეთ, რომ ზედაპირული რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. "ლელოს" აქვს კონკრეტული ხედვა როგორ მოგვარდეს აღნიშნული საკითხები ქალაქის და ადამიანების სასარგებლოდ. აღნიშნული ხედვა გაწერილია "ლელოს" თბილისის მარშალის 9 პუნქტიან გეგმაში." - ანა ბიბილაშვილი.

ქალაქში სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება ერთ-ერთ უმთავრეს და მნიშვნელოვან პუნქტად მიაჩნია "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ბადრი ჯაფარიძეს. 

"არჩევნებამდე სულ ცოტა დრო გვრჩება და უნდა გავიაროთ მისი მნიშვნელობა. ქალაქში უამრავი პრობლემაა რომელიც გვაწუხებს, ის უნდა მოვაგვაროთ ჩვენ. თბილისი უნდა განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს და აღარ ვიყოთ ისეთი პრობლემების წინაშე როგორც რამდენიმე დღის წინ. ერთ დღიან წვიმას ვერ უძლებს ქალაქი, აღარაფერს ვამბობ სხვა ქალაქებზე. "ლელოს" აქვს ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა დარგსა და მიმართულებას. როგორც კი "ქართული ოცნება" ჩამოშორდება ხელისუფლებას მეორე დღიდანვე დავიწყებთ ამ ხედვის განხორციელებას,"- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით:

1."თბილისის მეტროპოლიტენის განვითარება - თბილისის შიდასაქალაქო მგზავრთბრუნვაში მეტროპოლიტენის ხვედრითი წილის გაზრდის ხელშემწყობა;

2. შემოვლითი რკინიგზისათვის ახალი ფუნქციის მინიჭება - ცალ - ცალკე სატვირთო და სამგზავრო ხაზების განვითარება;

3. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ლოგისტიკური ცენრის განვითარება - მოიცავს რკინიგზის სადგურ „ველს“და აეროპორტის მიმდებარე ინტეგრირებული ტერიტორიის გამოყენებას;

4. საბაგირო გზების განვითარება - თბილისის აგლომერაციაში, ფერდობებზე განლაგებულ, მჭიდრო დასახლებებში, მეტროსთან ინტეგრირებული საბაგირო გზების მოწყობა;

5. ტრამვაის და მიწისზედა სარელსო ტრანსპორტის განვითარება - დიდი დიღმის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა;

6. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მობილურობის კუთხით:

7. ინსტიტუციურ რეფორმა - თბილისის სატრანსპორტო ორგანოს პასუხისმგებლობის და ფუნქციების გაფართოება - თბილისის სატრანსპორტო ორგანოს, ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე, განხორციელებაზე, გამართულად ფუნქციონირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობის ამაღლება;

8. ახალი სატრანზიტო დერეფნების განვითარება - 10 სატრანზიტო დერეფანი;

9. ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსების სამარშუტო ქსელის რეორგანიზება - თბილისის ძირითადი სატრანზიტი ქსელის გაფართოება და მულტიმოდალური საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის იერარქიის შემოღება;

10. სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაციას და მართვა - ქალაქის საცობებისაგან განთავისუფლების და საზოგადოებრივი ქსელის განვითარებისათვის, ახალი განივი კავშირების (მ.შ. ხიდების) გამოვლენა;

11. ავტოსადგურების სერთიფიცირება - უსისტემოდ განლაგებული სამგზავრო ავტოსადგომების ფუნქიონირების მოწესრიგება;

12. ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებისს და სმარტ ტექნოლოგიების განვითარება - მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ქალაქში სმარტ დექნოლოგიების რიცხვის პოტენციური ზრდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up