„სატრანპორტო პოლიტიკის ცვლილება ტაქსების მოწერიგებით არ უნდა დაიწყოს“ - დავით მესხიშვილი კალაძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს აფასებს

„სატრანპორტო პოლიტიკის ცვლილება ტაქსების მოწერიგებით არ უნდა დაიწყოს“ - დავით მესხიშვილი კალაძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს აფასებს

access_time2018-02-05 09:50:29

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი დავით მესხიშვილი სატრანსპორტო პოლიტიკის არასწორ თანმიმდევრულ პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა სატრანსპორტო მიმართულებაში დროულია, თუმცა, ტაქსების მოგვარებამდე, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტია მოსაწერიგებელი.


„ამ შემთხვევაში პრიორიტეტების განსაზღვრა და თანმიმდევრულად მუშაობა აუცილებლია. მაგალითად, ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები აუცილებლად გააძვირებს მომსახურების სერვისს. თუ დღეს საშუალოდ მგზავრობა ღირს 3-4 ლარი, ის 7-8 ლარი გახდება. გაძვირებული მომსახურების შემდეგ კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (ავტობუსი და მეტრო) მოთხოვნა გაიზრდება. მაგალითად, დღეს დედაქალაქს 550-მდე ავტობუსი ემსახურება და ტაქსების გაძვირების შემდეგ დაახლოებით 1000-მდე ავტობუსი იქნება საჭირო, რათა ნორმალური სერვისი შეიქმნას. ამიტომ ჯერ უნდა განავითარო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შექმნა ალტერნატივა და მერე გახადო ტაქსი, როგორც ფუფუნების საგანი“,-აცხადებს მესხიშვილი.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი დაანონსებულ ზოგად ცვლილებებს დადებითად აფასებს. მათ შორის პარკირების მოწერიგების საკითხსაც, თუმცა, პრობლემას ამ მიმართულებითაც ხედავს. როგორც დავით მესხიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, მშენებლობის ნებართვა მაღალკორპუსიან სახლებზე გაცემულია ისე, რომ პარკირებისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის.


„მაგალითად, კეკელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობები და არცერთ კორპუსს არ აქვს პარკირებისთვის ადგილი გამოყოფილი. პარიკრების მოწესრიგების კუთხით მუშაობა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს და მშენებელობის დაწყებაზე ნებართვის გაცემაც უნდა გამკაცრდეს“,-აღნიშნა მესხიშვილმა.



„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი კახა კალაძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს. მისი თქმით, საერთო ჯამში, სატრანსპორტო პოლიტიკა არ გატარდება სწორად თუ ერთის მხრივ, მას არ ექნა თანმიმდევრული სახე, მეორეს მხრივ კი - თუ არ მოხდება სტრუქტურული ცვლილებები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და სატრანსპორტო კომპანიაში.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ კალაძის რამდენიმე ინიციატივას, თუ ეს სწორად განხორციელდება. თუმცა, ჩვენთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ თბილისის მერი ამ კუთხით მუშაობას ნარმანიას შემადგენლობით განაგრძობს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობენ ადამიანები, რომელთაც დღევანდელ ქაოტურ შედეგებამდე მიგვიყვანეს. თუ მოხდება სტრუქტურული ცვლილებები, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“-აცხადებს მესხიშვილი.


დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პარკირების სისტემა და სატრანპორტო პოლიტიკა შესაცვლელია. ცნობილია, რომ დაანონსებული ცვლილებები შეეხება ტაქსების რეგულაციას, პარკირების მოწერიგებას, ესტაკადების მშეებლობასა და ა.შ.


ავტორი: სალომე ლემონჯავა 




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up