სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

access_time2020-11-15 20:45:52

2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის.

მათივე ინფორმაციით, III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. 2.9 მლნ ლარის შემოსავალი აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა მისი სარეკლამო შემოსავალი 22%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა სარეკლამო შემოსავლებში აქვთ „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“.

ტელეკომპანია პირველის სარეკლამო შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ლარი შეადგინა. ასევე 1.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო „მთავარმა არხმა“, რომლის შემოსავალი წინა წლის III კვარტალში 0.02 მლნ იყო. 0.6 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდა „ჯი-დი-ეს თი-ვის“, 0.5 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, ხოლო 0.4-0.4 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდათ „პოსტვს“ და „სილქნეტს“.


14%-ითაა შემცირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.32 მლნ ლარიდან 0.28 მლნ ლარი გახდა. რაც შეეხება სხვა სატელევიზიო მაუწყებლებს მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 1.8 მლნ ლარს შეადგენს.

„შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების შესახებ პროგნოზი კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის პირველ კვარტალში გააკეთა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველ და მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდებთან შედარებით ჯამური კლება 7%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო ბაზარი წელს ფასიან პოლიტიკურ რეკლამებსაც მოიცავს, კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავლები კომერციული სექტორის აქტივობების კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

Bfm






მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up