სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

access_time2020-11-12 22:30:00

2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.



„აღსანიშნავია, რომ სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის.




III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა" მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. 2.9 მლნ ლარის შემოსავალი აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, თუმცა მისი სარეკლამო შემოსავალი 22%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა სარეკლამო შემოსავლებში აქვთ „ტელეკომპანია პირველს" და „მთავარ არხს". ტელეკომპანია პირველის სარეკლამო შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ლარი შეადგინა. ასევე 1.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო „მთავარმა არხმა", რომლის შემოსავალი წინა წლის III კვარტალში 0.02 მლნ იყო. 0.6 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდა „ჯი-დი-ეს თი-ვის", 0.5 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ", ხოლო 0.4-0.4 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდათ „პოსტვს" და „სილქნეტს". 14%-ითაა შემცირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.32 მლნ ლარიდან 0.28 მლნ ლარი გახდა. რაც შეეხება სხვა სატელევიზიო მაუწყებლებს მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 1.8 მლნ ლარს შეადგენს.



შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების შესახებ პროგნოზი კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის პირველ კვარტალში გააკეთა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველ და მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდებთან შედარებით ჯამური კლება 7%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო ბაზარი წელს ფასიან პოლიტიკურ რეკლამებსაც მოიცავს, კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავლები კომერციული სექტორის აქტივობების კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up