სატელევიზიო რეკლამა მიზნობრივი გახდება - როგორ შეიცვლება ტექნოლოგიები 2022-ში

სატელევიზიო რეკლამა მიზნობრივი გახდება - როგორ შეიცვლება ტექნოლოგიები 2022-ში

access_time2021-12-03 19:00:58

საერთაშორისო საკონსალტინგო კომპანია Deloitte მიიჩნევს, რომ 2022 წელს მედიაბაზარზე აქტიურად გავრცელდება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სატელევიზიო რეკლამას უფრო მიზნობრივს გახდიან.

 


ასევე მკვლევარები პერსპექტიულად მიიჩნევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის აპლიკაციების ბაზარს, რომელიც წელიწადში 20-30%-ით გაიზრდება.

 


კომპანიამ გამოაქვეყნა კვლევა „მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, გართობის და მას-მედიას დარგების განვითარების პერსპექტივები“, რომელშიც 2022 წლის მთავარ ტექნოლოგიურ მიღწევად მიიჩნევს მიზნობრივ ტელერეკლამას, რომელიც კონკრეტულად სეგმენტირებულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი.

 


ციფრული ტექნოლოგია განათავსებს კონკრეტულ რეკლამას იმის მიხედვით, რომელ ოჯახში უყურებენ ამა თუ იმ გადაცემას და ამ ბაზრის ღირებულება გლობალურ მასშტაბში 7,5 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც 40-ჯერ მეტია, ვიდრე 2012 წელს, როდესაც კომპანიამ მისი შეფასება დაიწყო.

 


კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად მკვლევარები ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის, სტრესის კონტროლის და მედიტაციების მობილური აპლიკაციების ბაზარს მიიჩნევენ. 2019 წელს ამ აპლიკაციების ბაზარი 200 მლნ დოლარად, ხოლო 2020-ში - უკვე 270 მლნ დოლარად შეფასდა. Deloitte-ის პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს მისი მოცულობა 500 მლნ დოლარს მიაღწევს. კომპანიის დასკვნით, არსებული დინამიკის მიხედვით, უახლოეს წლებში დარგი წელიწადში 20-30%-ით გაიზრდება.

 



Deloitte ასევე აღნიშნავს, რომ უახლოესი წლების მაღალი ტექნოლოგიების დარგის მთავარი გამოწვევა ჩიპების დეფიციტი იქნება, რომელიც 2020 წელს დაიწყო და, სავარაუდოდ, არც 2022 წელს დასრულდება. თუმცა, შიმშილი მიკროსქემების ბაზარზე ისეთი ძლიერი არ იქნება, როგორიც 2021 წელს უყო, თანაც ჩიპების მხოლოდ ზოგიერთ სეგმენტს შეეხება.

 


2022 წელს ვენჩურული ინვესტორები ნახევარგამტარი მიკროსქემების სტარტაპებში 6 მლრდ დოლარზე მეტს ჩადებენ, თუმცა, ეს მოსალოდნელი მთლიანი ვენჩურული ინვესტიციების 2%-ს შეადგენს - მთლიანობაში 2022 წელს მაღალტექნოლოგიურ დარგებში 300 მლრდ დოლარის ჩადებაა მოსალოდნელი.

 


კრიზისული ვითარება, რომელიც შეიქმნა კორონავირუსის გავრცელების გამო, კავშირგაბმულობის ციფრული ტექნოლოგიების უფრო აქტიურ დანერგვას და გამოყენებას ხელს უწყობს“, - განაცხადა Deloitte-ის მაღალი ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა არიან ბიუკაიმ.

 


მისი თქმით, მოთხოვნა ჩიპებზე ახალი ციფრული პროდუქტების გაჩენის, ინტერნეტის სულ უფრო ფართო გავრცელების და უპილოტო ავტომობილების დანერგვის წყალობით მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 


Deloitte-ის ექსპერტები ასევე ყურადღებას ორ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიაზე - 5G და Wi-Fi 6-ზე ამახვილებენ და მათი აზრით 2022 წელს Wi-Fi 6 დიდი პოპულარობით ისარგებლებს.



ბოლო 2 წლის მანძილზე ბევრი ქვეყანა 5G სტანდარტს აქტიურად ნერგავს, თუმცა, ყველასთვის შეუმჩნევლად ბაზარზე გაყიდვების მიხედვით წინ Wi-Fi 6 ტექნოლოგია გავიდა. 2022 წელს მეტი Wi-Fi 6-ის მოწყობილობა გაიყიდება, ვიდრე 5G-ს პროდუქტები.

 


Deloitte-ის დასკვნით, Wi-Fi 6 მომავალში უსადენო კავშირგაბმულობის სამყაროში არანაკლებ როლს შეასრულებს, ვიდრე 5G სტანდარტი, თანაც როგორც კერძო პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

 

Deloitte





ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up