სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციის თანადაფინანსებაში შესაძლოა თბილისის მერიამაც მიიღოს მონაწილეობა

სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციის თანადაფინანსებაში შესაძლოა თბილისის მერიამაც მიიღოს მონაწილეობა

access_time2019-09-12 16:00:28

თბილისის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ სატელევიზო ანძის რეკონსტრუქციის თანადაფინანსებაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა და, შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიოყოს თანხები.


როგორც თბილისის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიაკომერსანტთან“ განმარტავს, თავის დროზე ანძის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა ერთხელ უკვე ჩაიშალა. მიზეზი გახლდათ ის, რომ არცერთი კერძო ინვესტორი პროექტით არ დაინტერესებულა, ამიტომ შემდეგ მერიაში ალტერნატიულ  თანადაფინანსებასაც განიხილავენ:


„ამჟამად ვაწარმოებთ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ბიზნესთან, მაგრამ ჯერ შეთანხმებას ვერავისთან მივაღწიეთ. ძირითადად ორი მიზეზია, რის გამოც უჭირთ პროექტით დაინტერესება. ერთი ის, რომ ზოგიერთს ამ ეტაპზე შესაბამისი თანხები არ აქვს და მეორე - ალბათ, გარკვეულ რისკებს ხედავენ, რადგან ეს არაა სტანდარტული პროექტი. მისი განხორციელება ძალიან რთულია. საქმე იმაშია, რომ თბილისის ანძა მე-5 კლასის ობიექტს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს რომ ძალიან რთულად შესასრულებელი პროექტია და სამშენებლო კომპანიას სჭირდება უდიდესი გამოცდილება. ამიტომაც რთულია ბიზნესისგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა თუ ინვესტორი არ მოიძებნა, შემდეგ ეტაპზე შესაძლოა უკვე ვიფიქროთ იმაზე, რომ დაფინანსების ნაწილში ჩვენც (დედაქალაქის მერია) შევიდეთ. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტით განხორციელდება პროექტი. საუბარია თანადაფინანსებაზე, თუმცა ეს გახლავთ შემდეგი ეტაპი - ანუ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების შედეგს ველოდებით“.


შეგახსენებთ, სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციაზე პროექტი უკვე არსებობს. მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად კი განისაზღვრა რომ ანძის შემთხვევაში გასხვისება არ მოხდება. საუბარია 25 წლიან იჯარაზე.


დამტკიცებული პროექტის თანახმად, 70 მეტრის სიმაღლეზე მოეწყობა რესტორანი და ამ ახალი ობიექტის სახურავზე იქნება ქალაქზე გადმოსახედი.



სალომე ლემონჯავა





რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...


მსგავსი სიახლეები

up