სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის SMS-ების მიღებისას მომხმარებლის პრეტენზიაზე დარღვევა არ დაფიქსირდა

სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის SMS-ების მიღებისას მომხმარებლის პრეტენზიაზე დარღვევა არ დაფიქსირდა

access_time2023-03-24 18:00:23

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე წარმოებული საქმის შესწავლა დაასრულა. საკითხი ეხებოდა   კომპანია „ექსტრა არეას“ მხრიდან განმცხადებლის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების(SMS) მიღებას.

 

საქმის მასალების, მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ www.extra.ge-ს კონკრეტულ მომხმარებელს შეკვეთილი/მიღებული აქვს ნივთი ვებ-გვერდიდან და სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობა აქვს გაცემული.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის სატელეფონო ნომერზე გაგზავნილ ყველა სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქვს შესაბამისი NO SMS კოდი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს და უარი თქვას მისთვის არასასურველი შეტყობინების მიღებაზე.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებულ იქნა მომხმარებლისთვის გაგზავნილი SMS-ები და არც ერთი სარეკლამო შეტყობინების შემდეგ NO SMS შესაძლებლობის გამოყენება არ ფიქსირდება.


 

 სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ექსტრა არეას სადავო ქმედება კეთილსინდისიერების მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება, საშუალო მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევას უარყოფითად არ ცვლის და  მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკურ ქცევაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, საქმის შესწავლის შედეგად მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

 

2022 წლის 1 ნოემბრიდან - დღემდე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით,  შემოსულია 189 განაცხადი, სააგენტომ 79 საკითხზე საქმის შესწავლა დაიწყო. დარღვევის ფაქტი  დადასტურდა - 5 შემთხვევაში,  ხოლო 2 საქმეზე დარღვევა არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმა 24 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურად აკვირდება. ამ დროისთვის,  4 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up