სათამაშოების მწარმოებელი „კოდალა“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შედის

სათამაშოების მწარმოებელი „კოდალა“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შედის

access_time2021-06-10 19:30:00

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „კოდალა“ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შედის. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა კოტე სვანაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საწარმომ ხელშეკრულება გააფორმა ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო ჰაბთან და მიმდინარეობს ბაზრის კვლევა.


„ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში საკმაოდ დიდი წილით შევძლებთ ბრიტანეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის შეტანას. გვყავს პარტნიორები, მაგალითად, ადგილობირივი კომპანია, რომელიც აკეთებს ჩვენს მარკეტინგულ გეგმას, თანამშრომლობს მცირე და საშუალო მეწარმეებთან, დაახლოებით 47 000 მაღაზიასთან და ვფიქრობთ, მათი დახმარებით პირდაპირ შევძლებთ გასვლას ინგლისის საცალო მოხმარების ქსელთან,“ - აცხადებს კოტე სვანაძე.


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, პანდემიურ პერიოდში საწარმოს გარკვეული მიმართულებების შეცვლა მოუწია.



„მოგვიწია ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგება, პროდუქციის ნაირსახეოების შექმნა, რამაც საოპერაციო ხარჯები გაგვიზარდა და ჩვენი ყველა დანაზოგი და რესურსი მოხმარედა ამ კოვიდ პერიოდის გადატანას,“ - აღნიშნა კოტე სვანაძემ.


„კოდალა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს და ხის სათამაშოებს აწარმოებს.


business-partner.ge






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up