სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორისთვის კონკურსი გამოცხადდა

სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორისთვის კონკურსი გამოცხადდა

access_time2020-05-01 14:30:22

პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბიზნეს კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების კონკურსს აცხადებს. პროექტის ფარგლებში ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების შეტანა 29 აპრილიდან 15 მაისამდე შეეძლებათ.


შერჩეულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მცირე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარებას მოხმარდება. ტექნიკური დახმარების ბიუჯეტია 15 000 ლარამდე, 30%იანი თანადაფინანსებით და შესაძლოა მოიცავდეს ტექნოლოგიების განახლების, საწარმოო ხაზის სრულყოფის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების დაფინანსების თანხებს.


კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აღნიშნულ სექტორებში მომუშავე (მწარმოებელ) მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ერთ წელზე მეტია ოპერირებენ და ჰყავთ 2-ზე მეტი დასაქმებული. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, ასევე აქვთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანის გამოცდილება და მონაწილეობა მიუღიათ სხვადასხვა გამოფენებში; ასევე ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს გარემოს დაცვის და გენდერული თანასწორობის პოპულარიზებაზე, დანერგილი აქვთ კომპანიის მართვის თანამედროვე მეთოდები და გამოირჩევიან მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.



დაინტერესებულმა კომპანიებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ვებგვერდის მეშვეობით: http://geclose2eu.info/index.php?m=125. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მაისი. მიღებულ განაცხადებს შეაფასებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, შვედეთის საელჩოს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია. კონკურსის განმავლობაში ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ მონაწილეებთან, სადაც კონკურსანტებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები კონკურსის ორგანიზატორებისგან.


კონკურსის გამოცხადებას საფუძვლად დაედო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორის საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელმაც გამოავლინა აღნიშნული 2 ახალი დარგი, რომლებსაც განვითარების და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ზრდის პოტენციალი აქვს.


“ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) პროექტის შესახებ:


“ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ სამწლიანი პროექტია და შვედეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილი, რომელიც 2018 წლის მიწურულს დაიწყო და 2021 წლის შემოდგომას დასრულდება. აღნიშნულ პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 2,3 მილიონი აშშ დოლარი არის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) ახორციელებს,“ აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან თანამშრომლობის გზით.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა საქართველოში, კერძოდ პრიორიტეტული დარგების მხარდაჭერა განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში. პროექტის ფარგლებში, ქართული კომპანიებისთვის განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მათ ევროსტანდარტებთან ღირებულებით, ხედვით და ტექნოლოგიურ დაახლოებას, ევროპელ პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების გაფართოებას, ტრეინინგების გზით თანამედროვე და გლობალურ ბიზნესის მართვის საკითხებში და სისტემებში ცოდნის ამაღლებას, ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up