სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებები მზადდება

სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებები მზადდება

access_time2016-10-10 19:00:00

პარლამენტში სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებები მზადდება, რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსსა და სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ჩაიწერება, რომ მართალია სათამაშო ბიზნესი მოგებისა და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლდება, მაგრამ შეიცვლება სანებართო პირობები და მოსაკრებლის მოცულობა მნიშვნელოვნად (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, - ასტრონომიულად) გაიზრდება.

 

 

ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ცვლილებების თანახმად სანებართვო მოსაკრებლის მინიმალური ზღვარი 50 ათასი ლარით, ხოლო მაქსიმალური - 1 მილიონი ლარით განისაზღვრება. მოქმედი ნორმით, სათამაშო ბიზნესის წარმოებისთვის ნებართვა ერთი წლის ვადით გაიცემა და მოსაკრებელი თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 20 ათასი ლარია, რეგიონებში კი 12 ათასი ლარი. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ნებართვის ვადა 5 წლამდე გაიზრდება, სანებართვო მოსაკრებლის ზუსტ მოცულობას, დადგენილი ნორმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო განსაზღვრავს.

 

 

ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ სურთ ამ ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების უფრო მოქნილი სისტემა შექმნან, რადგან ახლა მაკონტროლებელ ორგანოებს სათამაშო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მოგებისა და შემოსავლების კონტროლი უჭირს. ესპერტები კი ვარაუდობენ, რომ ამგვარი მიდგომა სათამშო ბიზნესის წვირილი მოთამაშეების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს, უკეთეს შემთხევევაში კი საკუთარ ბიზნესს იქ გადაიტანენ, სადაც მოსაკრებელი შედარებით მცირე იქნება.

 

 

მამუკა გუგეშაშვილი, (თბილისის საკრებულოს წევრი): "შედეგებმა ცხადყო, რომ როდესაც სანებართვო მოსაკრებელი ცოტა ხნის წინ, თითო სათამაშო აპარატზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სათამაშო ბიზნესიდან დამატებით 4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის წვრილ-წვრილი ობიექტები სოკოებით არის მოდებული ყველგან. თავის დროზე, სწორედ ასეთი ობიექტების მომრავლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იჯარის საფასური თბილისში. როდესაც ამდენი წვრილი ობიექტი აღარ იარსებებს, იჯარაც გაიაფდება და შესაძლებელი იქნება, მათ ადგილას სხვა ბიზნესის წამოწყება და განვითარება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მომხრე ვარ, რომ მსგავსი ტიპის ობიექტები გავიტანოთ დედაქალაქიდან და სხვა მსხვილი ქალაქებიდან მოშორებით.

 

 

ძალიან ბევრ ქვეყანაში, ბიზნესის ამ სფეროს დასაბეგრად წლიური მსხვილი გადასახადი

 



მოქმედებს. არის ქვეყნები, სადაც სათამშო ბიზნესი, როგორც ასეთი, ცალკე არ არსებობს და კომპლექსურად არის შერწყმული სარესტორნო ბიზნესთან. სხვაგვარად ძალიან რთულია გადასახადების ამოღების თვალსაზრისით აკონტროლო ეს ბიზნესი, ამიტომ ბევრგან მასზე მსხვილი ერთჯერადი მოსაკრებელია დაწესებული და ასე ხდება მისი ადმინისტრირება. ამის ყველაზე კარგ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები და დანია გამოდგება, სადაც დიდი ქალაქებიდან დაახლოებით 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ასეთი სახის ობიექტები. იქაც ერთიან ლიცენზიას ყიდულობს სათამაშო ბიზნესის წამოწყების მსურველი და ამ ერთჯერად გადასახადში შედის ყველანაირი გადასახადი. მართალია, ჩვენთან დამატებით ცალკე სანებართვო მოსაკრებელია გადასახდელი და ცალკე სათამაშო აპარატის ე.წ. "ბირკის" ანუ ნიშნის გადასახადი.

 

 

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ეს ბიზნესი ალბათAგამსხვილდება, მათი კონტროლიც უფრო იოლი იქნება და ბიუჯეტიც მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს. შემდეგ ეს ფული ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩება და მოსახლეობას მოხმარდება.


 

 

ყველაზე რთული ამ ბიზნესში მოგების გადასახადის კონტროლია. შესაძლოა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი იქვე იჯდეს, მაგრამ ვერ გააკონტროლოს სათაშო ბიზნესის კონკრეტული ობიეტის მოგებისა და შემოსავლების მოცულობა. თუ გახსოვთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ასეთი ობიექტი დაჯარიმდა შემოსავლების სამსახურის მიერ და მიზეზიც სწორედ ეს იყო.

 

 

სერთოდ, ობიექტების ქალაქგარეთ გატანა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ძალიან კარგი საშუალებაა. მაგალითად აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ ზღვის კურორტზე დასვენებასთან ერთად კაზინოშიც ითამაშოს. თბილისში არსებულ რამდენიმე სამორინეშიც, ისრაელიდან სპეციალური ავიარეისები ხორციელდება, რომლითაც კაზინოში თამაშის მოყვარულები ჩამოდიან."

 

 

მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების განაკვეთები სანებართვო მოსაკრებლის გარეშე:

 

 

კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით.

 

 

თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 600 ლარიდან 1200 ლარის ჩათვლით.

 

 

ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1500 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით.

 

 

თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%.

 

 

სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 12 000 ლარიდან 90 000 ლარის ჩათვლით.

 

 

ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.

 

 

P.S. აზარტული თამაშების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი, რომ სათამშო ბიზნესის წვრილი ობიექტების დახურვა დიდად მაზარალებს, მაგრამ მსგავსი რადიკალური ცვლილება ალბათ ბევრ რამეს ამ ბიზნესში თავდაყირა დააყენებს და უმუშევართა რაოდენობას ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის.

 

გაზეთი "კვირის პალიტრა"




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up