სათამაშო ბიზნესისთვის მთავრობის კომუნიკაციის  ფორმა მიუღებელია

სათამაშო ბიზნესისთვის მთავრობის კომუნიკაციის ფორმა მიუღებელია

access_time2021-12-02 16:00:30

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა ჟურნალისტებს მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ ის ტონი და ფორმა, რომელსაც მთავრობა ბიზნესთან კომუნიკაციის დროს იყენებს, მიუღებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესთან კონსულტაციები არ გამართულა და მთავრობა მათთან მედიის საშუალებით კონტაქტობს.

 


„ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ მათთან გავსულიყავით კონტაქტზე მთავრობის მხრიდან არანაირი ინიციატივა არ ყოფილა, ეს აზიანებს არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯს და იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ, არამედ ეს დამაზიანებელია იმ საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რომლებიც საფონდო ბირჟებზე არიან წარმოდგენილები“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.

 


მამულაიშვილს მიაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესი ძალიან კარგად არის დარეგულირებული, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო კომპანიის საქართველოს მოდელით დაინტერესება. მისივე თქმით, ბევრი საერთაშორისო კომპანიის სურვილია, რომ ქართული მაგალითები გადაიღოს.


 


მამულაიშვილს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ წარდგენილი რეგულაციები ძალაში შევა, მოქალაქეების დიდი ნაწილი უცხოურ ბაზარზე გადაინაცვლებს და თამაშს გააგრძელებს, რაც არალიცენზირებული სისტემის და VPN-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.



„იმ არალიცენზირებული საიტების მეშვეობით, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულები არ არიან, ქვეყნიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხების გადინება მოხდება ეს დღესაც ხდება და ეს თანხა ჯამში 120 მლნ ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებიან თითქოს დაიბლოკება უცხოეთში თამაშებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თანხის გადარიცხვა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ამის კონტროლი შეუძლებელია. ასეთი მაგალითები მსოფლიოში არ არსებობს. თუნდაც  აშშ-ის ან ჩინეთის მაგალით რომ ავიღოთ , ამ  ქვეყნებმა  თავისი რესურსებით ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ეჭვი მეპარება, რომ ეს საქართველოს მთავრობამ მოახერხოს“, - აღნიშნა გიორგი მამულიაშვილმა.

 

 


სათამაშო ბიზნესისთვის მოსალოდნელი რეგულაციები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომლის თანახმად ონლაინ-კაზინოებს გადასახადები გაეზრდებათ, ასევე გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და აიკრძალება სატელევიზიო რეკლამა, გარდა სპონსორობისა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, თამაში დაახლოებით, მილიონ ადამიანს აეკრძალება, მათ შორის საჯარო მოხელეებს, ასევე სოციალურად დაუცველებს.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up