ქართული ოცნების დაგვიანებული ინიციატივა  -   ევროპა საკუთარ მოსახლეობას აზარტული თამაშების გავლენისგან იცავს

ქართული ოცნების დაგვიანებული ინიციატივა - ევროპა საკუთარ მოსახლეობას აზარტული თამაშების გავლენისგან იცავს

access_time2018-10-24 16:00:00

ბოლო პერიოდში გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველოში  სათამაშო ბიზნესი უკონტროლოა. სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია იმ თანხებზე, რაც ამ სექტორში ბრუნავს, უცნობია  აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა და ის ნეგატიური გავლენები რასაც, ეს ბიზნესი ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს. კანონმდებლები განმარტავენ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი მარტივი რეგულაციის ქვეშ არ არის მოქცეული. აქედან გამომდინარე 6-მა პარლამენტრამა მომაზადა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეკლამიერებას მაინც დაარეგულირებს. თუმცა, რამდენად გაიზიარებენ მათ მოსაზრებას დანარჩენი პარლამენტარები, ჯერჯერობით უცნობია. 


კომერსანტი დაინტერესდა არის თუ არა აზარტულ თამაშებში ჩართვა მარტი უცხოეთის განვითრებულ ქვეყნებში, როგორ არეგულირებს ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესს ევროპა.


გთავაზობთ საზღვარგარეთის პრაქტიკას, რომელიც კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის დახმარებით მომზადდა.


რეკლამირების შეზღუდვა

 

ბულგარეთის აზარტული თამაშობების შესახებ რეკლამა კრძალავს პირდაპირ რეკლამას, (პირდაპირი რეკლამირებისას, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მომხმარებელს თამაშის შედეგად შეუძლია გადაჭრას პირადი და ფინანსური პრობლემები, ასევე მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობას) მათ შორის არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილს, ასევე არამოთხოვნილი ელექტრონული წერილების გაგზავნას განუსაზღვრელი რაოდენობის პირთათვის, სადაც აზარტული თამაშობების შესახებ ინფორმაციაა.

 

გერმანია- ლიცენზირებული ოპერატორების რეკლამა დაშვებულია, თუ რეკლამა არაა მიმართული არასრულწლოვანებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, ასევე თუ შეცდომაში არ შეჰყავთ პირი, თამაშში შანსებთან დაკავშირებით ან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოიგოს.


შეზღუდულია რეკლამა ასევე ტელევიზიითინტერნეტში და ტელეკომუნიკაციის სხვა ფორმებით გამონაკლისია ლიცენზირებული ლატარიები და სპორტული ფსონები, იმ პირობით, თუ იქნება ნებართვა რეგიონული ხელისუფლებისგან.

 

დანია -  აზარტული თამაშობების შესახებ კანონის თანახმად, რეკლამირებისას მოგების შანსი წარმოდგენილი უნდა იყოს კორექტულად, რათა მოთამაშეს არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მოგების შანსი უფრო მეტია ვიდრე რეალურად არის. აზარტული თამაშობები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც გართობა, ასევე არ უნდა იყოს რეკლამა მიმართული 18 წლის ასაკზე ნაკლებ პირებზე. თუ რეკლამაში მონაწილეობს ცნობილი სახე, არ უნდა იყოს ისე გადმოცემული, თითქოს აზარტული თამაშობების შედეგად გახდა ის წარმატებული, თუ ეს მართლა ასე არ არის (მაგალითად, პოკერის ცნობილი მოთამაშეები).

 

ესტონეთი- დაშვებული აზარტული თამაშობების რეკლამის ტექსტი უნდა შეიცავდეს შემდეგ გაფრთხილებას. გაფრთხილება უნდა იყოს შესამჩნევი, გასაგები და სხვა ინფორმაციისგან ნათლად გამოკვეთილი.

 

ირლანდია- აზარტული თამაშობების რეკლამა არასდროს არ უნდა იყოს მიმართული ბავშვებისკენ და მოზარდებისკენ; ის არ უნდა ასოცირდებოდეს ახალგაზრდული ცხოვრების სტილთან; რეკლამაში არ უნდა მონაწილეობდნენ ცნობილი სახეები, რომლებიც ახალგაზრდების კერპები არიან; რეკლამაში არ უნდა იყოს ნაჩვენები, რომ აზარტული თამაშობების ფინანსური პრობლემების მოგვარების გზაა;


 

იტალია- აკრძალულია ისეთი რეკლამა მასმედიის ნებისმიერი საშუალებით, რომელიც იწვევს პირის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის წახალისებას, ან სადაც არაა ინფორმაცია თამაშის რისკებთან დაკავშირებით.

 

ლიტვა, ლატვია-  აკრძალულია აზარტული თამაშობების რეკლამა, სათამაშო დაწესებულებების გარეთ.

 

პორტუგალია- დაუშვებელია აზარტული თამაშობების რეკლამა, სატრანსპორტო საშუალებებზე, სარეკლამო ბანერებზე და ა.შ. უნდა იყოს სასკოლო და საბავშვო დაწესებულებებიდან 250 მეტრის დაშორებით.

 

საფრანგეთი-  რეკლამა უნდა შეიცავდეს აზარტული თამაშობებისადმი დამოკიდებულების წინააღმდეგ გაფრთხილებას.


შეზღუდულია კინოთეატრებში არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სეანსების დროს აზარტული თამაშობების რეკლამის გაშვება

 

ფინეთი -  რისკთან დაკავშირებული აზარტული თამაშობების, როგორიცაა ონლაინ გადაფხიკე და მოიგე, ცხენებზე ფსონების დადება და კაზინო, არ შეიძლება რეკლამირებული იყოს სათამაშო არკადების, კაზინოსა და იპოდრომის გარეთ

 

ჩეხეთი- აზარტული თამაშობების რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს სკოლებთან ან სხვა საბავშვო დაწესებულებებთან. პირი, რომელიც მონაწილეობს რეკლამაში არ უნდა იყოს 25 წელზე ნაკლები ან არ უნდა გამოიყურებოდეს ამ ასაკზე უფრო ნაკლებად.



ელექტრონულ-სისტემური ფორმით მოწყობილი (.ონლაინ) თამაშობებზე, მათ შორის საერთაშორისო საიტებზე წვდომის შეზღუდვა


ე. წ. ონლაინ კაზინოებზე წვდომა შეზღუდულია 2 ქვეყანაში (გერმანია, შვედეთი - შვედეთში დაშვებულია ონლაინ პოკერი) . ხოლო, ნიდერლანდებში ყველა სახის ონლაინ კაზინო და პოკერზე წვდომა შეზღუდულია.



 ავსტრია, ბელგია,  ხორვატია - სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების გამართვისას, სავალდებულოა სერვერები განთავსებული იყოს ქვეყნის ტერიტორიაზე;


ჩეხეთი - სერვერები განთავსებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე;


დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო

 

დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო შექმნილი აქვს დანიას და საფრანგეთს.


საფრანგეთში განასხვავებენ ონლაინ და მიწაზე განთავსებული აზარტული თამაშობების მაკონტროლებელ ორგანოებს.  ე. წ. ონლაინ აზარტული თამაშობების მაკონტროლებელი ორგანო არის ცალკე მდგარი, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს 2010 წლის 12 მაისიდან. მაკონტროლებელი ორგანო უზრუნველყოფს ონლაინ აზარტული თამაშობების პოლიტიკის, საკანონმდებლო აქტების შემუშავებას, რომელთა მიზანია:


  • მომხმარებელთა და მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დაცვა;
  • სათამაშო ოპერაციების კეთილსინდისიერება;
  • ფულის გათეთრებისა და გადასახადების დამალვის რისკის შემცირება;
  • შესაბამისი ნებართვების გაცემა;
  • თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთა უფლებების დაცვა;
  • არალეგალური, ნებართვის არმქონე საიტების წინააღმდეგ ბრძოლა;
  • თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა;

რაც შეეხება მიწაზე განთავსებულ კაზინოების კონტროლს, ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზურნველყოფს ლიცენზიების გაცემას და მიწაზე განთავსებული კაზინოების საქმიანობის რეგულირებას.


დანიის აზარტული თამაშების მაკონტროლებელ ორგანო კი არის საგადასახადო სამინისტროს დირექტორთა საბჭო.


მაკონტროლებელი ორგანო, როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული, შექმნილი აქვს ბელგიას, ლიტვას, პორტუგალიას, შვედეთს. ხორვატიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში - აზარტული თამაშების რეგულაციებზე ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო უწყებები (შსს; ფინანსთა სამინისტრო;)


.. „თვითშეზღუდვის მექანიზმი

 

აზარტულ თამაშებში მონაწილეობის თვითშეზღუდვის მექანიზმებს ითვალისწინებს



ასაკობრივი ცენზი

 

 საბერძნეთი; ესტონეთი - ასაკობრივი შეზღუდვა აზარტული თამაშობების მონაწილესათვის არის 21 წელი;


ავსტრია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა- ასაკობრივი შეზღუდვა აზარტული თამაშობების მონაწილეებისთვის 18 წელია.

 

 რეგისტრაცია

 

გერმანია - შემოწმება/ვერიფიკაცია ხდება პირთა იდენტიფიცირებისა და აუტენთიფიკაციის მეშვეობით, რაც გულისხმობს პირის ბიომეტრიული ინფორმაციის მიღებას, ციფრული ხელმოწერით დადასტურებას და ა.შ.


დანია - მოთამაშის მიერ მიღებული ინფორმაცია შემოწმებული და დადასტურებული იქნება ასევე ციფრული ხელმოწერით, OCES (Offentlige Certifikater til Elektronisk Service - ელექტრონული მომსახურების საჯარო სერტიფიკატი) სტანდარტის დაცვით. ონლაინ თამაშის ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ციფრული ხელმოწერა ნამდვილად რეგისტრირებულ მოთამაშეს ეკუთვნის.


ირლანდია - მოთამაშე საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, ვალდებულია ატვირთოს სკანირებული მართვის მოწმობა ან პასპორტი.


ჩეხეთი - ონლაინ კაზინოში თამაშის მსურველი თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდეს აღნიშნული კაზინოს რეალურ ოფისში და მხოლოდ შემდეგ ექნება შესაძლებლობა ითამაშოს ონლაინ. ამგვარად ხდება მოთამაშის ასაკის ზუსტი დადგენა.


შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი 7 საკანონმდებლო აქტით რეგულირდება :


1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

2. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველო კანონი;

3. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

4. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

5. „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბერის N611-1013 ერთობლივი ბრძანება;

7. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის N94 ბრძანება.



ავტორი: ბაჩო ადამია








Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?
access_time2021-02-24 16:30:17
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.   როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up