სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 10 წელიწადში 22 000%-ით გაიზარდა

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 10 წელიწადში 22 000%-ით გაიზარდა

access_time2021-06-28 14:00:57

ბათუმის ახალ სტადიონს 5 წლის განმავლობაში Adjarabet Arena ერქმევა. „აჭარებეთს“ აუქციონში გამარჯვება 8.7 მლნ ლარი დაუჯდა, საწყის ფასზე 8.7-ჯერ მეტი. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სათამაშო ბიზნესი სპორტით ინტერესდება, კლუბებს და მატჩების ტრანსლაციას ხშირად სწორედ რომელიმე ტოტალიზატორი/კაზინო აფინანსებს ხოლმე.


საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან-წლამდე იზრდება. პროცესი ვერც პანდემიამ შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე ყველა ტოტალიზატორი და კაზინო დაკეტილი იყო, ონლაინთამაშების ხარჯზე, სექტორის ჯამური ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 22%-ით, 31.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით დარგი პირველ ადგილზე გავიდა, მასზე მეტი - 40.6 მლრდ-იანი ბრუნვა კი მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა. 2010 წელს სათამაშო ბიზნესი ბრუნვა მხოლოდ 143.5 მლნ ლარს შეადგენდა, მთელი ბიზნესის - 24.4 მლრდ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წელიწადში ქვეყანაში არსებული ბიზნესების ჯამური ბრუნვა 349%-ით, ცალკე აღებული სათამაშო ბიზნესის ბრუბვა კი 22 000%-ით გაიზარდა.

ბაზარზე მთავარ მოთამაშედ რამდენიმე კომპანია რჩება. ეს კომპანიებია: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი, ლიდერბეთი და ბეთლაივი.


მას შემდეგ, რაც კრისტალბეთი ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სპონსორი გახდა, ჩემპიონატს 2019 წელს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ დაერქვა. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრა. სპონსორობის საფასურად ფედერაცია ვალდებული გახდა სამორინესთვის სხვადასხვა საშუალებებით ბრენდინგი გაეწია. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სხვა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელთან მსგავსი ტიპის ურთიერთობის დამყარება შეეზღუდა. ხელშეკრულების დადებისთანავე ნათელი იყო, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთის განვითარებას ვერ მოახდენდა, რადგან სასპონსორო თანხა მხოლოდ 2 მლნ ლარს შედეგენდა.


ეროვნულ ლიგას, რომ გემბლინგ კომპანიის სახელი დარქმეოდა, მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნებში, პროფესიულ ლიგებზე ასეთი არაოფიციალური აკრძალვა არ ვრცელდება.


2017 წელს ევროპაბეთი ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო, მანვე 2021 წელს საკალათბურთო გუნდ „ვერას“ სპონსორობა ითავა.



2020 წელს კალათბურთის ფედერაციის სპონსორი ევროპაბეთი გახდა. ხელშეკრულება 2020-2022 წლებში ნაკრების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, პერიოდი 2022 წლის ევროპის ჩემპიონატსაც მოიცავს.


ლიდერბეთი, თავის მხრივ, რაგბში საკლუბო ჩემპიონატ „დიდი 10“-იანის გენერალური სპონსორი და რაგბის კავშირის პარტნიორია. რაგბის გარდა კომპანია ფუტსალის ლიგასაც აფინანსებს.


რაც შეეხება ბეთლაივს, ის მიმდინარე წლის მაისიდან საქართველოს ფეხბურთის მასტერლიგის სპონსორია.


შემოსავლები დიდი კომპანიებს შორისაც არათანაბრადაა გადანაწილებული. 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები ანგარიშგების პორტალზე არ დევს, 2019 წლის მონაცემით კი ლიდერი აჭარაბეთია.


2019 წელს აჭარაბეთმა შემოსავლის სახით 221 მლნ ლარი მიიღო, საიდანაც წმინდა მოგება 76 მლნ ლარს შეადგენდა. 1 წელიწადში შემოსავალი 45 მლნ-ით გაიზარდა, თუმცა მოგება 5 მლნ-ით შემცირდა. უფრო ადრე, 2016 წელს, კომპანიის შემოსავალი 97 მლნ ლარი იყო, ხოლო მოგება - 39 მლნ ლარი.


აჭარაბეთი 1998 წელს დაარსდა. მისი იურიდიული დასახელება შპს „ავიატორია“.  2019 წელს აჭარაბეთმა ბიუჯეტში გადასახადის სახით 14.9 მლნ ლარი შეიტანა. იმავე წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიასი 572 ადამიანი მუშაობდა. 


„ბეთლაივის“ შემოსავალმა 2019 წელს 81 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება 13 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით ბეთლაივის შემოსავალი 23 მლნ ლარით, მოგება კი 2.3 მლნ ლარით გაიზარდა. კომპანია ბაზარზე 2013 წლის მარტიდან ოპერირებს.


„ევროპაბეთის“, „ლიდერბეთისა“ და „კრისტალბეთის“ შესახებ ვერც იურიდიული დასახელებითა და ვერც საიდენტიფიკაციო კოდით ანგარიშგების პორტალზე ინფორმაცია ვერ მოიძებნა. 


ბოლო წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსი პერიოდულად სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის ან სრული აკრძალვის ინიციატივით გამოდის. შეზღუდვის მომხრეები რეკლამის აკრძალვას, კაზინოენის ქალაქგარეთ გატანას და იმ მოტივით, რომ კონტროლი სუსტია, ონლაინთამაშების სრულ აკრძალვას ითხოვენ. მათ პოზიციას ყველა არ იზიარებს. კაზინოების არსებობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ აკრძალვა თამაშებს იატაკქვეშა სივრცეში გადაიტანს, რაც ფიზიკური ანგარიშწსწორების შემთხვევებს გაზრდის, ამავე დროს ქვეყანას საბიუჯეტო შემოსავლებსაც დააკლებს და ტურიზმსაც შეამცირებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up