2022 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში შესული თანხა 46%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 2022 წელს 114 392 795.66 ლარს შეადგინდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 37 მლნ ლარით აჭარბებს.
2022 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 54 243 248 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 6 336 147 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 15 237 518 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 37 574 855 ლარი, კლუბის მაგიდიდან — 899 632 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 38 575 760 ლარი იყო, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან მხოლოდ 19.40 ლარი, ლატარიების მოწყობიდან კი 100 ლარი.
რაც შეეხება შემოსავალს სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 187 020 ლარი შეადგინა.