2019 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 128.4 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.1 მლნ ლარით ჩამოუვარდება.სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 2019 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
• სათამაშო აპარატებიდან - 69.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 5.6 მლნ ლარი.
• წამახალისებელი გათამაშებიდან - 5.7 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 0.7 მლნ ლარი
• სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 12.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 0.8 მლნ ლარი.
• სამორინეს მაგიდიდან - 39.3 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 2 მლნ ლარი.
• კლუბის მაგიდიდან - 1.2 მლნ ლარი.
სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა ბოლო 5 წელში შემდეგნაირი იყო:
• 2018 -136.5 მლნ ლარი
• 2017 – 119.5 მლნ ლარი
• 2016 – 73.3 მლნ ლარი
• 2015 – 68.9 მლნ ლარი
• 2014 – 64.9 მლნ ლარი
gbc.ge