სათამაშო ბიზნესი ხელშეუხებელია - მიზეზად  გავლენიანი მფარველები,  ბერკეტად კი ბიუჯეტში შეტანილი მილიარდები სახელდება

სათამაშო ბიზნესი ხელშეუხებელია - მიზეზად გავლენიანი მფარველები, ბერკეტად კი ბიუჯეტში შეტანილი მილიარდები სახელდება

access_time2018-07-12 14:00:00

საქართველოში საბანკო სექტორის შემდეგ, სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე  მძლავრი, მომგებიანია და, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი სფეროა. მიზეზად ხშირად გავლენიანი მფარველები სახელდება, ბერკეტად კი ის მილიარდობით ლარი, რომლითაც ბიუჯეტი ივსება.


 ბოლო მონაცემებით, ამ ბიზნესის ბრუნვამ 5,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც  გასული წლის მაჩვენებელზე 5% -ით მეტია. სულ 170-მდე ბიზნესსუბიექტი ოპერირებს და  7,7 ათასი ადამიანია დასაქმებული.


რა ვითარება სათამაშო  ბიზნესის სექტორში და რატომ  შეფერხდა პარლამენტში კანონპროექტის განხილვა, რომელიც ონლაინ კაზინოების საქმიანობას დაარეგულირებს?


კანონპროექტის განხილვამდე ხელისუფლება ცდილობს ბიზნესსექტორის განვითარების დინამიკის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, „საქსტატმა“ სათამაშო ბიზნესის ასოციაციასთან შესაბამისი მემორანდუმი გააფორმა, რაც ბაზრის მოთამაშეებს  ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს.


„აღნიშნული დარგი თავისებურებებით ხასიათდება,  სპეციფიკურია  მაჩვენებლების გაანგარიშებაც.  აქედან გამომდინარე,  ვთანხმდებით იმაზე, რომ  მოვიწვევთ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს, განვიხილავთ მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს ისევ და ისევ საზოგადოების  ინფორმირებულობას და სტატისტიკის ხარისხის ზრდას,“ - ეს შეფასება „კომერსანტთან“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გააკეთა.


ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა განუხრელად იზრდება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 4 303 193 000 ლარადმე გაიზარდა. 2015 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 3 მილიარდი იყო, 2014 წელს კი  2 155 209 000 ლარი. 


ბრუნვის პირდაპირპროპორციულად იზრდება შენატანები სახელმწიფო ბიუჯეტშიც. 2017 წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში 154,5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მოსაკრებელის სახით – 119,5 მილიონი ლარი, შესაბამისი ადგილების მოწყობის მოსაკრებლებისგან კი 58 მილიონი ლარი გადაიხადა.



„6 ფლაგმანი კომპანიაა „აჭარა ბეთი“, „ევროპა ბეთი“, „კრისტალ ბეთი“, „ლიდერ ბეთი“ „ბეთ ლაივი“ და „პროკო ბეთი“.  ამ კომპანიებს აქვთ როგორც „ონლაინ“ ისე „ოფ ლაინ“ თამაშები.  ანუ სრული პაკეტი პროდუქტების.  რეალურად ეს 6 კომპანია ქვეყნაში სათამაშო ბიზნესის ბაზრის 85 %-ს აკონტროლებს,“ - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში სათამაშო ბიზნეს-ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ბერუაშვილი. მისი თქმით, ბიზნესასოციაცია ამ კომპანიების პლატფორმაზე  3 თვის წინ შეიქმნა.



ზურაბ ბერუაშვილი აცხადებს, რომ საქსტატთან დადებული მემორანდუმი სათამაშო ბიზნესში არსებულ ვითარებას გამჭვირვალეს გახდის:


 „ხშირად ადგილი აქვს ოპონენტების მხრიდან ციფრებით არასწორად აპელირების შემთხვევებს. საუბრობენ მილიარდებზე, რაც მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან. ინდუსტრიის შემოსავალი 10-ჯერ-15-ჯერ ნაკლებია იმ რიცხვებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები აჟღერებენ. შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შემუშავებული რიცხვები როდესაც გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, და ეს იქნება უახლოეს მომავალში, რიცხვებით აპელირებასაც დაესმება წერტილი.


სათამაშო  ბიზნესი და ხელისუფლება

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სათამაშო ბიზნესი ტურისტების მოზიდვის და ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა ყოველ წელს აზარტულ თამაშებზე  დამოკიდებულ პირთა რაოდენობა იზრდება. თვითმკვლელობის გახშირებული რაოდენობაც ხშირად სწორედ აზარტულ თამაშს უკავშირდება.  განსაკუთრებით  მზარდია „ონლაინ კაზინოებზე“ დამოკიდებული სეგმენტი. სათამაშო ბიზნესის ამ სფეროს რეგულირება ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა.


ონლაინ-კაზინოსთან მიმართებით მკაცრი რეგულაციების შესაძლო დაწესებაზე 2015 წლის დეკემბერში საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს ბიზნესი საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ონლაინ-თამაშების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა რამდენიმე აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა ამას ბიზნესისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.


ამავე მიზეზით, 2014 წელს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ზღუდავდა, პირველივე მოსმენისას ჩავარდა.


2017 წელს პარლამენტში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ონლაინ კაზინოების რეგულაციაზე მუშაობდა.


საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ონლაინ კაზინოებსა თუ ტოტალიზატორებში (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი და ა.შ) არსებული ყველა მომხმარებლის ანგარიში უნდა გაუქმდეს. მიზეზი, მთავრობის განმარტებით, ფულზე აზარტული თამაშებისგან 21 წლამდე მოქალაქეების დაცვაა. ისინი, ვინც კანონის ახალ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რეგისტრაციის ახლიდან გავლას შეძლებენ.


მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, ტოტალიზატორებსა თუ კაზინოებში თამაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 21 წლის ასაკიდან შეეძლებათ. თუმცა 21 წლამდე ასაკის მოთამაშეებს ამჟამად შეიძლება ჰქონდეთ ანგარიშები ონლაინ-ტოტალიზატორებში. მთავრობა ფიქრობს, რომ ამჟამად არსებული აბსოლუტურად ყველა მომხმარებლის ანგარიში (მათ შორის მათიც, ვისაც 21 წელი უკვე დიდი ხანია შეუსრულდა) გააუქმოს.


ფაქტია, რომ ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიასთან ვერ შეთანხმდა. კანონპროეტზე მსჯელობა პარლამენტში ამდრომდე არ დაწყებულა. სათამაშო ბიზნეს-ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ბერუაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ონლაინ კაზინოების საკანონმდებლო რეგულაციებზე აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან  და  ბიზნესომბუდსმენთან. სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიას თავისი შეთავაზებები და 12-პუნქტიანი გეგმა აქვს. თუმცა სიტუაცია ჯერ ისევ ჩიხშია.



საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, ბიზნესის სხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ხშირად ისმის განცხადებები, რომ სათამაშო ბიზნესს ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავთ, რის გამოც ეს სეგმენტი ძალიან დიდი პრივილეგიებით სარგებლობს. ამით ხსნიან იმ ფაქტსაც, რომ კაზინოებს და სამორინეებს დღემდე არ შეხებია სიგარეტის დახურულ სივრცეში მოწევის ამკრძალავი კანონი.


„ის,  რომ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს  „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ კარნახობს პოლიტიკას, არის სირცხვილი. ეს არის კრიმინალური ბიზნესი, რომელიც პირდაპირი გაგებით კლავს ადამიანებს, მათი თარეში ამ ქვეყანაში სამართლებრივად უნდა შეიზღუდოს.“ - განაცხადა „კომერსანტთან“  საუბარში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ  გიორგი ბახტურიძემ.



ამ ფონზე კი ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როდესაც საუბარია სათამაშო ბიზნესის რეგულირების გამკაცრებაზე, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება.


 „სათამაშო ბიზნესი არის დარგი, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში, „ - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.


ნინო ნატროშვილი






ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ
access_time2018-11-14 21:00:00
Tesla ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას განაგრძობს - ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მსოფლიოში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც, Navigant Research-ის მიხედვით, მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 20%-ს წარმოადგენს. აშშ-ის ბაზარზე Tesla გაცილებით მეტ ავტომობილს ყიდის, ვიდრე Nissan Leaf, GM Chevy Bolt და სხვ. თუმცა დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში Tesla-ს გაცილებით რთულ კონკურენტუნარიან გარემოში მოუწევს...


მსგავსი სიახლეები

up