„სასწრაფოს პაციენტი არ მიჰყავს, სასტუმროებში ხალხი გვიკვდება„ - რას აკეთებდა მთავრობა მთელი ზაფხული?

„სასწრაფოს პაციენტი არ მიჰყავს, სასტუმროებში ხალხი გვიკვდება„ - რას აკეთებდა მთავრობა მთელი ზაფხული?

access_time2020-11-12 12:00:51

უკვე ყოველდღიურად სოციალურ ქსელში covid19-ით ინფიცირებულების ან მათი ახლობლების არაერთ პოსტს ვკითხულობთ ჯანდაცვის სისტემასთან კომუნიკაციის უარყოფით გამოცდილებაზე. საუბარია ტესტების დაგვიანებულ პასუხებზე, ჰოსპიტლებში ადგილების დეფიციტზე,  შემთხვევებზე, როცა ტესტის გაკეთებას სიმპტომიანი ადამიანი 10 დღე ელოდება. უკონტროლო ეპიდვითარების თვალსაჩინო გამოვლინება კი გუშინ კორონავირუსით 45 ადამიანის გარდაცვალება იყო. დღეს ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 566-ია, დღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი  - 3000-ს აღწევს.


გაზაფხულის პერიოდში კარგი კრიზის მენეჯერი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაშინ ჩამოერთვა, როდესაც მოსახლეობაში აღფრთოვანება პანიკამ, შეკითხვებმა და უკმაყოფილებამ შეცვალა.  კითხვები ძირითადად ასეთია: გამოიყენა თუ არა ჯანდაცვის სისტემამ მეორე ტალღის წინა მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის, რომ ეს შედეგი არ მიგვეღო და სისტემის კოლაფსის მომსწრე და მსხვერპლი არ გამხდარიყო საქართველოს მოქალაქე?  ჯანდაცვის ექსპერტ ვატო სურგულაძეს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს - უცოდინრობა და გაუთვლელობა.  


„პრემიერს რომ ჰკითხოთ, ალბათ ინფიცირებულთა მზარდი მაჩვენებელი ოპოზიციის ბრალია, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მთავრობას და ჯანდაცვის სისტემას. ჯერ იმიტომ, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე არაფერი გაკეთდა, არაფრის შეძენა არ მოხდა, არავის გადამზადება, არ იყო შესაბამისი რაოდენობით ტესტები. რაც მოხდა აჭარაში ამაზე მთავრობამ სერიოზული პასუხი უნდა აგოს. ამბობენ,  48 მილიონი გამოვყავით საწოლფონდისთვის და კონტროლისთვისო, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. არ ვიცი რის იმედად იყვნენ.


მეორე საკითხია ის, რაზეც არავინ საუბრობს - საიდან მოხვდა ამდენი რუსი ტურისტი აჭარაში, როცა ყველაფერი ჩაკეტილი გვქონდა?


სკოლებთან მიმართებაშიც სრული კრახი მივიღეთ - 14 აგვისტოს დაურიგეს სკოლებს გაიდლაინები, რომელთაც მუშაობა 14  სექტემბერს უნდა დაეწყოთ. შეუძლებელია ერთ თვეში სრულყოფილად მომზადებულიყვნენ სკოლები.


ამ გაუთვლელობამ გამოიწვია ის, რა რეალობაც ჩვენ დღეს გვაქვს,“ - აღნიშნავს ვატო სურგულაძე.


როგორ უნდა მომზადებულიყო სისტემა და სად დაირღვა კოვიდთან ბრძოლის თანმიმდევრულობა? სურგულაძე ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს მოზადებული აქვს გეგმა, რომელიც უკვე წარედგინა სამთავრობო უწყებას, თუმცა მათთან კომუნიკაცია და კონსულტაციის სურვილი არავის გამოუხატავს.  ზაფხულის პერიოდი კი, როცა ექიმები უნდა

გადამზადებულიყვნენ, საველე ჰოსპიტლები აშენებულიყო და კოვიდ-ლოჯისტიკური ცენტრები მოწყობილიყო - ფაქტობრივად, ფუჭად დაიხარჯა.



„გაიდლაინის ჩამორიგების შემდეგ , მას მართვა და ცოდნა სჭირდება. მთავრობაში ტრაბახობდნენ კარგი კრიზის-მენეჯერები ვართო, ეს სულაც არ არის საქებარი - უნდა იყო კარგი რისკ-მენეჯერი, რომ კრიზისამდე არ მიიყვანო სიტუაცია.

საქართველოში ცოტაა გადამზადებული ექიმები, ცოტაა საწოლები.  უნდა შეექმნათ საველე ჰოსპიტლები, რომელიც რატომღაც ჰგონიათ, რომ ქუჩაში დადგმული კარავია, ეს ასე არ არის, ეს არის კარგად აღჭურვილი ცენტრი, რომელიც უყურადღებოდ დარჩენილ ინფიცირებულებს დაეხმარებოდა. ევროპაში პაციენტს საავადმყოფოში ადგილის შოვნა მაინც არ უჭირს.


დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია მასობრივი პრობლემა გახდა ჩვენთან, სასტუმროებში გვიკვდება ხალხი. ოჯახის ექიმმა შეიძლება სახლში ან სასტუმროში მყოფ პაციენტს 8 დღეში ერთხელ დაურეკოს, გვიანდება დიაგნოზი - ჯანდაცვის სისტემაში ქაოსია. სასწრაფოს პაციენტი არ მიჰყავს, ან მიჰყავს იქ, სადაც ადგილი არ არის- ვერ გავიგე სასწრაფოა, ფაეტონია თუ ტაქსი?


რა გავაკეთეთ მეორე ტალღისთვის ჩვენ, როდესაც მთელი ევროპა მოემზადა. ეს დრო უნდა გამოგვეყენებინა. ყველაფრის თავი და თავი უცოდინრობაა და შედეგად, კიდევ უფრო უარესი სურათის მოლოდინი მაქვს. პროცესს უნდა მართავდეს პასუხისმგებლიანი, მცოდნე კადრები და არა ისინი ვინც ახლა მართავენ.


ადამიანი არ უნდა რჩებოდეს ერთი ერთზე კოვიდთან, არამედ უნდა არსებობდეს კოვიდ-ლოჯისტიკური ცენტრი. ყველაფრის 112-ზე მიბმა არ შეიძლება. აუცილებელია შესაბამისი ტრენინგი, რომელიც მთავრობას ჰგონია, რომ მარტივად უნდა ჩატარდეს, სინამდვილეში უნდა ჩატარდეს ამ ტრენინგის შედეგების კონტროლისთვის პრეტესტი, მერე კი - პოსტ-ტესტი.

კოვიდი არის ომი და უნდა იყოს ამისთვის საგანგებო ზომები. ამ ზომებში კომენდანტის საათს არ ვგულისხმობ, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ეპიდსიტუაციის კონტროლთან. ამ ყველაფერს სეზონური გრიპიც რომ დაემატება, მერე ვნახავთ რა კატასტროფაც მოხდება,“ - განმარტავს ჯანდაცვის ექსპერტი.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის გამარჯვებული ვერ გამოდის და მას ზედა ზღვარი გააჩინია. ამ შემთხვევაში კი ყველას პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ეს სისტემა უფრო მეტად არ გადაიტვირთოს, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის თქმით სისტემა სრულად გამართულია.


„თავიდან სწორად მოვიქეცით, რომ ჩავკეტეთ ყველაფერი, რადგან უარესის მოლოდინი არსებობდა - იყო ნიღბების დეფიციტი, გამოცდილება იყო ნაკლები და ჯანდაცვის სისტემას სჭირდებოდა მომზადება. ახლა მაქსიმალურადაა კლინიკები ჩართული პროცესებში, სისტემა მზადაა, მაგრამ მას გააჩნია ზედა ზღვარი და უნდა შევეცადოთ, რომ ამ სისტემას იმაზე მეტი ტვირთი არ დააწვეს ვიდრე ახლა აქვს.


მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც არაერთხელ გვითქვამს და ვიცოდით, რომ მეტი ზიანი იქნებოდა. ასეთი ვითარებაა მთელ მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ მესამე ტალღის მოლოდინზე. ეპიდვითარება არ უმჯობესდება სხვა ქვეყნებშიც. 45 ადამიანის გარდაცვალება სამწუხაროა და ჩემთვის ერთი ლეტალური შემთხვევაც საყურადღებოა, მაგრამ როცა ინფიცირებულების რიცხვი მტულობს, მატულობს გარდაცვლილთა რაოდენობაც. ეს ეხება ხანდაზმულებს , სხვადასხვა დაავადებების მატარებელ ადამიანებს. ანუ არის შემთხვევები, როცა ჯანდაცვის სისტემა გამარჯვებული ვერ გამოდის.


მთელი გუნდი მოვუწოდებთ ხალხს, რომ დავიცვათ დისტანცია, ჰიგიენა , ამ დროს, ოპოზიცია ხალხს ქუჩაში ეძახის - ეს უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებაა. თუ არ გავითვალისწინეთ რეკომენდაციები და აურზაურით შევხვდით ყოველ მომდევნო ტალღას, მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის გაზრდაც.  პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - პოლიტიკოსები ქუჩაში გამოსვლისკენ კი არ უნდა მოუწოდებდნენ ხალხს და სახელმწიფო საკითხები ქუჩაში და დისკოტეკებზე კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან, ცივილურად.

ვცდილობ ყველას ავუხსნა, რომ წესები უნდა დავიცვათ, ჯანდაცვა მარტო ვერ გაუძლებს,“ - განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე.


ოტომბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მთავრობის მიერ 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შეძენა უნდა მომხდარიყო. ქვეყანაში არსებული რესურსების სიმწირის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ შესყიდვა გადაუდებელი უნდა ყოფილიყო.

3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობდა, რომ გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტი საავადმყოფოში ვერ მიიღეს, ბოლოს კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კლინიკაში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.

1700-ამდე მედიკოსი საქართველოს მასშტაბით ინფიცირებულია, სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვა გადაწყდა.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up