სასწავლო პროცესი თსუ-მაც გადადო. „ჯანდაცვის სამინისტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება სწავლის 16 მარტამდე გადადების შესახებ, ხვალიდან კი დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები“, - განუცხადეს Imedinews-ს თსუ-ს პრესსამსახურში.
არდადეგები გახანგრძლივდა სამედიცინო უნივერსიტეტშიც.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა. შედეგად, სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და სწავლა 16 მარტს განახლდება. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს თბილისისა და ბათუმის ბაგა-ბაღებმა.
imedinews