„აუცილებელია ბიზნესის მიმართულებით სახელმწიფომ რეფორმები გააგრძელოს“ - ბიზნესმენები ევროპის პარლამენტის კვლევაზე

„აუცილებელია ბიზნესის მიმართულებით სახელმწიფომ რეფორმები გააგრძელოს“ - ბიზნესმენები ევროპის პარლამენტის კვლევაზე

access_time2018-08-03 17:00:49

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. აღნიშნული რეიტინგი ევროპის პალატამ (European Chamber ) გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს არსებული ბიზნეს-გარემოს მიხედვით აფასებს. ქულები, რომლებიც ქვეყნებს ენიჭება, გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალების კორუფციის ინდექსის რეიტინგებიდან. 

 

„კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნესმენების ნაწილი რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გამარტივებამ გამოიწვია. თუმცა ზოგიერთი ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ მონაცემს უარყოფითად აფასებს.

 

„შუხმან გრუპის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ სასურველია მომავალ წელს იგივე რეიტინგში 5 საფეხურით წინ აღმოვჩნდეთ. აბრამიშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება  და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაა საჭირო.

 

„ზემოთ აღნიშნული რეიტინგის მაჩვენებელი სასვებით მისასალმებელია და ეს ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან წამოწყებული სწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანაში ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მეტის გაკეთებაა აუცილებელი. მაგალითად, ვისურვებდი, რომ ჩვენ მომავალ წელს რეიტინგში 5 საფეხურით წინ აღმოვჩნდეთ. ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან უკვე არსებული რეფორმების გაუმჯობესებაა საჭირო. მაგალითად, აუცილებელია საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. ასევე აღსანიშნავია პროფესიული განათლების რეფორმაც. დღეს ქვეყანაში ბიზნესის კეთება მარტივია, რადგან საგადასახადო რეფორმა ლიბერალურია, ხოლო ბიზნესის კეთების კუთხით პროცედურები გამარტივებული, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.


საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ რეიტინგში მე-18 ადგილი სახელმწიფოსთვის სტიმული სმომცემია.

 

„მე-18 ადგილი მისასალმებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სექტორისთვის სიკეთე ერთი და იგივე დოზით გადანაწილდება, რადგან მთავრობა როგორც არ უნდა ეცადოს, ეს ვერ მოხდება, თუმცა ის, რომ ზოგადი ბიზნესგარემო გაუმჯობესდა და ეს საერთაშორისო რეიტინგზე აისახა, ძალიან კარგია. ეს სტიმულის მომცემია, რათა ხელისუფლებამ მეტი გააკეთოს, ბიზნესმა საკუთარი წვლილი შეიტანოს და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყოს ხელი. ბიზნესმენი თუ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი ბიზნესის კეთებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ სიტუაცია მეტად გაუმჯობესდება, თუმცა, ამას დრო სჭირდბეა,“ - განაცხადა ფხაკაძემ.

 

საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე მე-18 ადგილს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესი დაიწყო.

 

„გასულ წლებთან შედარებით ბოლო პერიოდში სახელმწიფო ამ მიმართულებით სწორ სვლებს აკეთებდა, განსაკუთრებით მივესალმები დღგ-ს უკან დაბრუნების რეფორმას. ახალ რეიტინგში პოზიციები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა გოგლიძემ.

 

განსხვავებულ აზრზეა „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე. იგი რეიტინგის მაჩვენებლებს საეჭვოდ მიჩნევს.

 

„მაკვირვებს მე-18 ადგილი, რადგან სამშენებლო სექტორში ახალმა რეგულაციებმა სიტუაცია ძალიან გართულდა. ახალი რეგულაციები ძალიან სწრაფი მყისიერი და რადიაკლური იყო და ეს პრობლემებს შეცვლის. შესაძლოა ამ რეიტინგში ერთ წელში პირიქით უკან დავიხიოთ,“ - განმარტა თორნიკე აბულაძემ.

 

 

აღნიშნულ მაჩვენებელში 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება თითოეულ ქვეყანას, სადაც 0 ყველაზე ცუდ შედეგს წარმოადგენს, ხოლო 100 კი საუკეთესოს. 


რეიტინგის ლიდერი 87 ქულით დანიაა, ხოლო საქართველოს კი 62 ქულა აქვს. სიაში ბოლო, 46-ე პოზიციაზეა უკრაინა. 

 


საქართველო 2017 წლის რეიტინგში მე-20 ადგილზე იყო.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება
access_time2020-04-06 14:45:52
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...


მსგავსი სიახლეები

up