ვიქტორ ყიფიანი: მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სურსათი და სასუქი სანქციებს არ დაექვემდებაროს

ვიქტორ ყიფიანი: მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სურსათი და სასუქი სანქციებს არ დაექვემდებაროს

access_time2022-05-16 15:00:14

„ომის გავლენა სოფლის მეურნეობაზე და სურსათით მომარაგებაზე ძალიან დიდი იყო და ცხადია ამ მხრივ არც უკრაინაში მიმდინარე ომია გამონაკლისი. მით უფრო, რომ ჩვენ  ვსაუბრობთ ომში მონაწილე ორ  მხარეზე რუსეთსა და უკრაინაზე“, -  ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა  „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ პირველ ვებინარზე განაცხადა, რომელსაც “ჯეოქეისის“ მკვლევარი და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.

 

ყიფიანმა აღნიშნა, რომ ომში ჩართული ორივე მხარე არის პურის კალათის ორი ძალიან მსხვილი გლობალური მოთამაშე, მისივე თქმით აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა რიგი ლოგისტიკური  პრობლემები  გამოიწვია. მაგალითად შავ  ზღვაზე თავისუფალ ნაოსნობას სირთულეები  შეექმნა, რაც უკრაინის პორტების ბლოკადით არის  განპირობებული,  ამ ყველაფერმა კი სურსათის  ფასებზე მნიშვნელოვანი  გავლენა  მოახდინა.

 

„შავ ზღვაზე ნაოსნობას შეექმნა პრობლემები – ამ მიმართულებით ექსპორტის შეჩერებასთან ერთად  საგრძნობლად  არის შემცირებული ბალტიის ზღვით გავლის  ექსპორტი და  აქედან  გამომდინარე  ჩვენ ვართ ისეთ  ვითარებაში,  როდესაც უკრაინაში  მიმდინარე  ომით,  კოვიდით  გამოწვეული  გლობალური მომარაგება-მიწოდების ჯაჭვის ნაწილობრივი რღვევით, ჩვენ  გვაქვს ძალიან უნიკალური ვითარება, როდესაც შექმნილი კრიზისი ორი ნიშნით გამოირჩევა.

პირველი არის ის, რომ ამ კრიზისმა  გავლენა  მოახდინა, როგორც სასოფლო-სამეურნეო  ინგრედიენტების წარმოების  ბაზრებზე,  ასევე მზა — ძირითადი  საკვების  წარმოების  ბაზრებზე, ასე  რომ  ეს  ძირითადი  ციკლი  ძალიან ცუდად  შეიკრა.

FAO–ს მონაცემებით, თებერვალთან შედარებით სურსათზე  ფასის  ინდექსმა 12,6%-ით  მოიმატა,  ხოლო  უშუალოდ მარცვლეულის ფასზე მატებამ 17,1%  შეადგინა,  თუმცა  ეს  გასაკვირი არ  არის,  რადგან  ხორბლისა  და სიმინდის  გლობალურ  ექსპორტში, იგივე  რუსეთსა და უკრაინას 30% და  20%  უჭირავთ, ამიტომ ფასების ზრდაზე  ასეთი მკვეთრი  გავლენა  ბუნებრივია.

ასევე  საუბარია, რომ ფასები  გაიზარდა  შაქარზე და  რძის  პროდუქტებზე. ძალიან ნიშანდობლივია შემდეგი  ციფრი, რომ  თურმე მსოფლიოში 26 ქვეყანა  მინიმუმ  50%-ით  არის რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებულ ხორბალზე  დამოკიდებული.  აქვე  აღვნიშნავ,  რომ სასუქით მომარაგების მიმართულებით  ცალკე  სირთულეები  წარმოიშვა,  აქვე  გასათვალისწინებელია  ის  გარემოება, რომ უკრაინის ომში ჩართული რუსეთი სასუქის ერთ-ერთი  დიდი  ექსპორტიორი  ქვეყანაა და შესაბამისად  ამ  სირთულეებმა გამოიწვია  ისეთი  ვითარება, როდესაც  სტატისტიკაზე  დაყრდნობით რეგიონში  სასუქზე  ფასებმა 30%-იანი  ზრდა  გამოიწვია,  ამ  ვითარებაში  ასევე  საყურადღებოა, თუ როგორ მოერგება  მსოფლიოს მსხვილი ხორბლის მწარმოებელი  ქვეყნები  შექმნილ დეფიციტს. ამ  ქვეყნებს  შორის არიან კანადა,  ავსტრალია და არგენტინა“, -  აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ყიფიანის თქმით, სასურსათო უსაფრთხოება მხოლოდ გარე ფაქტორბეზე  დამოკიდებული  არ არის და  ის  შიდა სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხიცაა.

 


„მაგალითად, სხვა  პირობებთან ერთად  საკვებზე  მაღალმა  ფასებმა  განაპირობა  პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მიმართ  სახალხო  უკმაყოფილება, რამაც მისი გადაყენება გამოიწვია. იგივე პრობლემამ იჩინა თავი პერუს პრეზიდენტის დღის  წესრიგში,  ასევე იმპორტირებული ხორბლის დეფიციტს განიცდის ეგვიპტე, რომელიც ძალიან  ძლიერად  – 80%-ით  არის    რუსული  ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული,  რომ ავიღოთ  სტაბილურობით  გამორჩეული საფრანგეთი, იქაც  საკვებზე მაღალი ფასების  საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების დღის წესრიგშიც  იდგა.

ერთი რამ, რაც უნდა  აღინიშნოს,  ჩვენ  ვსაუბრობთ  იმპორტის  დეფიციტზე,  მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსოფლიოში არასაკმარისი ხორბალია, პირიქით მსოფლიოში გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ხორბალია, მაგრამ საუბარია  იმაზე, თუ რამდენად  სწრაფად მოხდება მიწოდება-მომარაგებაში ომის  შედეგად  წარმოქმნილი დეფიციტის  აღმოფხვრა“, -  აღნიშნა ვიქტორ ყოფიანმა.


 ვიქტორ  ყიფიანმა სურსათის  დეფიციტის  მიმართულებით რამდენიმე რეკომენდაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზე მსჯელობასაც წააწყდა, არის ის, რომ მოხდეს  შეთანხმება იმაზე, სურსათი და  სასუქი სანქციებს არ  დაექვემდებაროს. მისივე თქმით, შემდეგი თემა არის საექსპორტო  შეზღუდვების  დაუშვებლობა.


„ეს ტრივიალური და  ბანალური მიდგომაა,  მაგრამ  რთულად  განსახორციელებელი,  ასევე  საინტერესოა  ერთი  რეკომენდაცია, მოხდეს მოწყვლადი ქვეყნების სუბსიდირება  და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნობრივი  პროგრამების ინტენსიფიკაცია.  


საშუალო და დაბალი  შემოსავლის  ქვეყნებს  მაქსიმალური ხელშეწყობა გაეწიოს,  რათა  მათი მხრიდან  საერთაშორისო სესხების მომსახურების მხრივ გარკვეული  შეღავათები  დაწესდეს რომ გამოთავისუფლებული რეზერვების  მიმართვა  მოახდინონ გაძვირებული  პროდუქციის  შესაძენად“. - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 გიორგი აბაშიშვილის ინიციატივით გამართულ  ვებინარში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის: ვიქტორ ყიფიანი – ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, გელა ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ფიფია – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up