სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

person access_time2016-04-02 14:31:47

სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ სასტუმროამბასადორშიპირველი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართაღონისძიება ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

 

ღონისძიებას დაესწრმემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება.

 

ოქსფამისეკონომიკური პროგრამების მენეჯერი ლევან დადიანი ჟურნალისტებს კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობას ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარება.

 


 

"გამოვლინდა საკმაოდ ყურადღება მისაქცევი, არც თუ ისე სახარბიელო სურათი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას ზოგადად უჭირს, ეკონომიკურად, სოციალურად საკვებზე ხელმისაწვდომობა ბოლომდე სახარბიელო არ არის, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. მთიანეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს პრობლემები იქ გაცილებით მწვავეა, ვიდრე ბარში. მდგომარეობას ართულებს ღარიბი ინფრასტრუქტურა, გზები, სეზონურობა და .. რამდენიმე მონაცემებზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგალითად, ზოგადი პარამეტრების თვალსაზრისით, რაც შემოსავლებს, სურსათზე ხელმისაწვდომობას ეხებამთაში ეს მდგომარეობა 10%-ით უფრო მწვავეა. ასევე, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სესხულობს ფულს, რათა საკვებზე თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ასეთი მოსახლეობის ხვედრითი წილი სოფლად დაახლოებით 50-60%-ია. ეს მიუთითებს სიღარიბის ზღვარზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე. გარდა ამისა, მოსახლეობის მიმართ დაისვა შეკითხვახომ არ ყოფილა მდგომარეობა, როდესაც რომელიმე მოქალაქეს არ მიუღია საკვები, რადგან მას არ ჰქონდა ფინანსური საშუალება? – ასეთი კატეგორიის დაახლოებით 9% გამოვლინდა", - აღნიშნა ლევან დადიანმა.

 

 

კვლევის მიზანი  საქართველოს მთიანეთში არსებული მდგომარეობის შესწავლა იყო. კვლევამ დაფარა 3 რეგიონი, რომლებიც ესაზღვრებიან მეზობელ სახელმწიფოებს (რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი); 1. დიდი კავკასიონის მთების დასავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (მესტიის და ონის მუნიციპალიტეტები) 2. დიდი კავკასიონის მთების აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (ყაზბეგის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები) და 3. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე მუნიციპალიტეტები (ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, დმანისი, ხულო, ქედა და შუახევი).


 



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up