ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სასულიერო ხელისუფლება არ ემორჩილება საეროს, რითაც საფრთხის ქვეშ დგება ჯერ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ უკვე ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო.
არაფერი საერთო ამას არც ქრისტიანობასთან და არც რწმენის თავისუფლებასთან არ აქვს.
სალოცავს იცავს მორწმუნე მკაცრი,
ტაძარს მკრეხელი უნდა არიდოს,
მაგრამ რწმენისთვის ვინც მოკლა კაცი,
ის თავის ღმერთსაც აღარ დაინდობს.
ასე მარტივად იყო ეს 200 წლის წინ და ასე მარტივად არის ახლაც“-წერს ქადაგიძე.