სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული გადაწყვეტილება

სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული გადაწყვეტილება

access_time2021-03-01 10:00:41

3 თვის შემდეგ, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე, ხელისუფლებამ ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები გასული წლის ნოემბერში დააწესა, რის შემდეგაც ტურიზმის სექტორს არც ერთი სტუმარი არ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას პერმანენტულად ითხოვა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა, გახსნის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. მიუხედავად ამისა, მთის კურორტების წამყვანი სასტუმროები, სტუმრებს ამ დრომდე ვერ იღებენ. იქედან, გამომდინარე, რომ ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას არ ელოდებოდა, რა თქმა უნდა ერთ დღეში ობიექტების მომზადება ვერავინ შეძლო. „მარკო პოლო გუდაურის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი, სალომე კვარაცხელია გვიყვება, რომ სტუმრების მიღებას სასტუმრო დაახლოებით 6 მარტისთვის შეძლებს. კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ დეტალურად ჰყვება, დახურვის შემდეგ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული სასტუმროს გახსნა.

 

„სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება, დრო არის ყველაფრისთვის საჭირო, ელემენტარული საჭირო რაოდენობის სტაფიც არ გყავს. იქედან გამომდინარე, რომ ვერ მუშაობდნენ სხვა სამსახურებში გადავიდნენ. სანამ ყველაფერს სისტემაში მოიყვან, ბევრი პრობლემა იჩენს თავს. რაც არის გათვალისწინებული რეგულაციებით, პირბადე იქნება, სითხე იქნება თუ სხვა რამ ამ ყველაფრის მომზადებაა საჭირო. მარტის შემდეგ დაკეტილები ვართ, საჭიროა სასტუმროს კედლების შესაბმისად გათბობა, რათა მოვიდეს მწყობრში. ამას ემატება ის, რომ რესტორნის შეფი არ იყო საქართველოში და ახლა ველოდებით, რომ ჩამოვიდეს“, - გვიყვება „მარკო პოლო გუდაურის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი.

 

სალომე კვარაცხელია აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაგვიანებულია. „მარკო პოლო გუდაურის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი, „კოერსანტთან“ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის არა თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობამ მთის კურორტებზე სასტუმროებს ყველაზე აქტიური პერიოდი დააკარგვინა.

 

იმ დროის განმავლობაში, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონი იყო სელექცია მოხდა - მთის კურორტებზე არ შეიძლებოდა სასტუმროების ფუნქციონირება, ხოლო 15 კმ-ის რადიუსში სხვა სასტუმროები ფუნქციონირებდნენ, რაც არასწორი იყო.  თუ მუშაობს კახეთი, აჭარის რეგიონი რატომ არ შეიძლება სასტუმროს ემუშავა მაგალითად მთის კურორტებზე? იყო საუბარი, რომ იქნებოდა დიდი ნაკადების მიმართვა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულებულიყო, მაგრამ ეს ნაკადები გადანაწილებოდა. პარასკევი, შაბათი, კვირა ყაზბეგში დარეკავდი თუ კახეთში წამყვანი სასტუმროები სავსე იყო. იქ სხვა ჰაერია და ეპიდსიტუაცია იყო და ჩვენთან სხვაა? მარტში სულ არის 20 დღე, სეზონი აღარ გრძელდება, თოვლი აღარაა, ჩვენთვის ყველაზე არაჩვეულებრივი პერიოდი დეკემბრის ბოლო, იანვარი და თებერვალი დავკარგეთ. რატომ მოხდა ისე, რომ ამდენი ადამიანი, ამ რეგიონებში უმუშევარი დარჩა, ჩემთვის გაუგებარია. შესაძლებელი იყო არ ემუშავა საბაგიროებს, მაგრამ სასტუმროებისთვის მიეცათ ოპერირების საშუალება.

 

დარჩენილი დღეები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკურად ისე გაიმართო, რომ რაიმე სიკეთეებზე იყოს საუბარი, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. იმედია დახურვა აღარ მოგვიწევს, დასტაბილურდება ქვეყანაში სიტუაცია და იმედია ამასობაში იქნება ვაქცინაც, რათა ქვეყანამ შეძლოს საზღვარგარეთიდან სტუმრების მიღება, რათა მომდევნო სეზონს მაინც შევხვდეთ გამართული. სხვა შემთხვევაში მართლა დავიღუპებით, საქართველოში არ არის იმ რაოდენობის მოსახლეობა, რომელიც თავის იმის უფლებას მისცემს მუდმივად სასტუმროებში იაროს. იმდენად დიდი საწოლფონდი სასტუმროების მიმართულებით, რომ ქართველები ფიზიკურად არ ეყოფა“,  - განაცხადა სალომე კვარაცხელია.

 


ჯავშნების მიღება რამდენიმე დღის წინ დაიწყო „ინნ ჯგუფი • Inn Group“ -მა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორი ერეკლე კოკაია გვიყვება, რომ „მარკო პოლო გუდაურის“ მსგავსად „ინნ ჯგუფიც“ სასტუმროების მომზადების პროცესშია.

 

„ახლა მუშაობის განახლების პროცესში ვართ, პარალელურად კი გაყიდვები დავიწყეთ. ერთ დღეში არავინ გეგმავს დასვენებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საბაგიროები არ მუშაობს, მიზეზიც არ აქვთ, რომ ამოვიდნენ. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბაკურიანზე, ხოლო გუდაური საბაგიროებზეა დამოკიდებული. ბაკურიანში თუ ოჯახები სუფთა ჰაერის გამო ადიან, ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც გუდაურში ავლენ ეს საბაგიროებია. ველოდებოდით რომ ჯერ კიდევ თებერვალში გაგვხსნიდნენ, ყველა ხარჯი გაწეული გვქონდა და მზად ვიყავით იმისთვის, რომ სტუმრები პირველი თებერვლიდან მიგვეღო, ამიტომ მოსამზადებელ სამუშაოებში ახალი, დიდი ხარჯის გაწევა არ გვიწევს. რომ არ გავხსნილიყავით, მაშინ დიდ ფინანსურ დარტყმას მივიღებდით, რადგან ხარჯები უკვე გაწეული იყო, ბანკებთან მოლაპარაკებები წარმოებული და ა.შ. ჩვენი გამოწვევა, ახლა არის სტაფის მოზიდვა და რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში საკმარისი რაოდენობის ოთახების გაყიდვა“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

 

„ინნ ჯგუფი • Inn Group“ -ის აღმასრულებელი დირექტორი კომერსანტს უყვება, რომ  კომპანიას, სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმი სწრაფი ტემპით აღდგენის რამდენიმე პუნქტი აქვს შემუშავებული. ერეკლე კოკაია ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელ იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, სტუმართ-მასპინძლობის სექტორს გადარჩენის საშუალებას მისცემს.

 

 

„თუ გვინდა, რომ კურორტი ავამუშავოთ აუცილებელია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კერძო სექტორმა არა ერთხელ გააჟღერა. პირველ რიგში ეს არის სახმელეთო საზღვრების გახსნა, პირველი ეტაპისთვის ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ვაქცინა გაკეთებული აქვს. აუცილებელია კერძო კლინიკებს მიეცეს შესაძლებლობა და უფლება, კომერციული ვაქცინები შემოიტანონ. სახელმწფოს რომ დაველოდოთ შეიძლება წელიწად-ნახევარი რიგში ვიდგეთ. აგრეთვე ვფიქრობთ, რომ უნიკალურ კურორტებზე, როგორიცაა ბახმარო, ბაკურიანი, აბასთუმანი შეგვიძლია მოვიზიდოთ, უცხოელი კოვიდ გადატანილი ტურისტები ჩამოვიდნენ, წავიყვანოთ ამ მწვანე ზონებში და იმკურნალონ. აუცილებელია ქვეყანაში მწვანე ზონები კვლავ შეიქმნას“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

 

ერეკლე კოკაია გვიყვება, რომ ნომრის ღირებულება განსაკუთრებით „გუდაური ინნ“ -ში 40 პროცენტამდე შემცირდა, რადგან ამ სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი, მისი განმარტებით მაღალმხარჯველი უცხოელები იყვნენ. ხოლო ბაკურიანში ფასები თითქმის არ შემცირებულა. „ინნ ჯგუფი • Inn Group“ -ის აღმასრულებელი დირექტორიც მიიჩნევს, რომ მთის კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის შესაძლებლობა გაცილებით ადრე უნდა მისცემოდათ.

 

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურორტები ცოტა ადრე გაეხსნათ, ყოველ შეთხვევაში თებერვლიდან მაინც გვქონოდა მუშაობის შესაძლებლობა. მარტში თოვლი უკვე დნობას იწყებს. ახლა ამინდი ჯერჯერობით ხელს გვიწყობს, თუ ასე გააგრძელებდა შეიძლება სეზონმა მთელი თვე გაქაჩოს. სასტუმროები რაც უფრო ადრე გაიხსნებოდა, მით უკეთესი იქნებოდა და დიდი იმედი გვქონდა, რომ გაიხსნებოდა, მაგრამ სულ არაფერს ეს სჯობს. ახლა მუშაობის შესაძლებლობა მაინც გვეძლევა, რა თქმა უნდა არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ვიმუშავებთ, მაგრამ თუ არ ავმუშავდით ჩვენი ბრალი იქნება და არა ხელისუფლების“, - განმარტავს ბიზნესმენი.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up