სასტუმროებთან  სამუშაო შეხვედრები  დასრულდა და დარგთან ერთად შეჯერებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება

სასტუმროებთან სამუშაო შეხვედრები დასრულდა და დარგთან ერთად შეჯერებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება

access_time2020-05-16 20:00:23

სასტუმროებისა და ტურისტული ასოციაციების, ასევე მცირე, საშუალო და ბრენდული სასტუმროების წარმომადგენლებთან  რიგით მესამე,  დასკვნითი სამუშაო შეხვედრა შედგა. ახალი გაიდლაინებისა და  წესების შესახებ  დარგისგან დასმული ყველა საკითხი სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებულ იქნა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით გამართულ დასკვნით შეხვედრას ბიზნეს ომბუდსმენი  მიხეილ დაუშვილი და  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის  პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის  უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ.


„ ჩვენ შევთანხმდით რეგულაციების საბოლოო  ფორმულირებაზე და სრული ჰარმონია გვაქვს ახალ ნორმებთან დაკავშირებით. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაჟღერებული იყო როგორც ბრენდული, ასევე მცირე, საშუალო სასტუმროების ინტერესები. ჩვენ წინა შეხვედრებზე მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რაც გავითვალისწინეთ სხვადასხვა უწყებებთან ერთად მუშაობის შედეგად და დღევანდელ ფორმატში დავაკმაყოფილეთ მათი თხოვნა, მიუხედავად იმისა რომ გვიწევს საკმაოდ მკაცრი რეგულაციების დანერგვა, ჩვენი მიზანი იყო დარგის მოსაზრებების გაზიარება, რათა საოპერაციო კუთხით არ შექმნოდათ სირთულეები და შეფერხებები , განსაკუთრებით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებს, ამიტომ ახალი რეგულაცია იქნება საკმაოდ გაჯერებული - მკაცრი, თუმცა ბიზნესის საოპერაციო სპეციფიკის სრული გათვალისწინებით. გაიდლაინები მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება, მოხარული ვარ რომ ამ კუთხით ჩვენ წარმოვადგენთ ერთ- ერთ პირველ ქვეყანას რომელმაც სწრაფად შეიმუშავა გაიდლაინები საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი გაიდლაინებისა და წესების დარგთან საბოლოო შეჯერებას წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალური განხილვა უსწრებდა, სასტუმროების ხლმძღვანელებს   ჯერ დოკუმენტის სამუშაო ვერსია დაეგზავნათ, შემდგომ მათი კომენტარები ადმინისტრაციამ მოისმინა, რასაც   უწყებრივი სამუშაოები  მოჰყვა და საბოლოოდ ისევ დარგთან შეხვედრაზე შეჯერდა და დაკმაყოფილდა ყველა დეტალი.



სასტუმრო ბიზნესის სრული სპექტრის წარმომადგენლებთან გამართული დასკვნითი შეხვედრის ფარგლებში სასტუმრო ინდუსტრიის საოპერაციო საკითხების დეტალებზე შედგა საუბარი. ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და რეგიონებში არსებული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელები.


სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით წინა შეხვედრებზე დასმული ძირითადი  მოსაზრებები  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ  ბოლომდე გაითვალისწინა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის სამნისტროს წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს თანამშრომლობისთვის და ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული   ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული  ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up