კორონავირუსის გავრცელების გამო შემოღებული რეკომენდაციები სასტუმროებსაც შეეხება. ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, სასტუმროების გარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონების გამოყენება იკრძალება. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ“.
ამ ზომის შემოღება ბექა ფერაძემ იმით ახსნა, რომ ბავშვების კონტროლი ამ მიმართულებით საკმაოდ რთულია.
„სხვადასხვა ბავშვმა შესაძლოა, ოჯახებში მიიტანონ ინფექცია და მოხდეს გადაცემა. ამიტომ, ვიდრე მეტი ინფორმაცია არ გვექნება ვირუსთან დაკავშირებით, ასეთ რეკომენდაციას ვიძლევით“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.