„სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ -ტურიზმის ადმინისტრაციის უპრეცედენტო შეთავაზება კერძო სექტორს

„სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ -ტურიზმის ადმინისტრაციის უპრეცედენტო შეთავაზება კერძო სექტორს

access_time2020-08-26 17:55:58

მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად უპრეცედენტო  პროექტი- „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“  წამოიწყო.


პროექტის ფარგლებში  სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, მაქსიმუმ 20 ნომრიან განთავსების ობიექტებს,  რომლებსაც გაყიდვების მიმართულებით გამოწვევა აქვთ. ახალი პროექტი დაეხმარება სასტუმროებს შემოსავლის გაზრდაში.


პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთსა და  გურიას მოიცავს, მომდევნო ეტაპები კი დანარჩენ რეგიონებს. პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.


პროექტში მონაწილეობის მსურველ სასტუმროებს  პროგრამის რეგისტრატორები,  ფოტოგრაფები, დიზაინერები, ტექნიკური ჯგუფის წევრები რეგიონებში, ადგილზე ეწვევიან. თითოეულ განთავსების ობიექტს გადაუღებენ ფოტოებს, მოამზადებენ საიმიჯო ფოტოებს,  კონსულტაციას ჩაუტარებენ ინტერიერის დიზაინის მოწყობაში,   დაეხმარებიან ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებაში, ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ -გვერდის booking.com-ზე სასტუმროების ფოტოების ატვირთვასა და მომხმარებლების  მოსაზიდად სწორი აღწერილობის მომზადებაში. პროგრამა განთავსების ობიექტებისთვის ტრენინგებსაც მოიცავს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.


პროექტის პოპულარიზაციის მიზნით მოხალისეები დააარიგებენ ბროშურებს.


 „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში  

 


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up