სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

access_time2017-09-24 17:00:14

რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს. 



-ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ არის ინვესტორებისთვის საქართველოს სასტუმრო ინდუსტრია ასეთი მიმზიდველია? 

-წლების განმავლობაში საქართველო და მეტწილად თბილისი ძალიან კონკურენტულ ლოკაციად ჩამოყალიბდა რეგიონში სხვა ქვეყნებთან თუ ქალაქებთან მიმართებაში. რაც რასაკვირველია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დამსახურებაა და ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან სწორად გამართული პიარ და მარკეტინგული კამპანია, რომელსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში აწარმოებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სწორად პოზიციონირებისთის. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის მნიშნელოვანი და მთავარი მამოძრავებელი, რამაც ამდენი ტურისტი მოიზიდა საქართველოში. 

-ტურისტების რაოდენობასთან ერთად ინვესტორები ალბათ საშუალო გაყიდვის ფასსა და დატვირთვის კოეფიციენტს უყურებენ, რის მიხედვითაც პოტენციურ შემოსავლებს ითვლიან... 

-რა თქმა უნდა, მაღალი რანგის სასტუმროებში საერთაშორისო ბრენდებს ვგულისხმობთ და არა მხოლოდ. საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასი 177 აშშ დოლარია, ხოლო საშუალო რანგის სასტუმროებში ეს ფასი 120 აშშ დოლარიდან 135 აშშ დოლარამდე მერყეობს. ჩემი აზრით, იმ მაჩვენებლით, რაც სამომავლოდ გეგმაში არსებობს და გეგმაშია, რომ საქართველოში 10 ათასამდე საწოლი უნდა დაემატოს, რაც დაახლოებით 6 ათასამდე ნომერს გულისხმობს და ვფიქრობ, კონკურენცია ნამდვილად გაიზარდება და დეველოპერებს და სასტუმრო ოპერატორებს თავიანთი საფასო პოლიტიკის გადახედვა აუცილებლად მოუწევთ. 

-ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასტუმროების ფასი საკმაოდ ძვირია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 27 ათასამდე საწოლია და როგორც თქვენ აღნიშნეთ კიდევ 10 ათასამდე დაემატება. რა სასტუმროები გაიხსნება და როგორ შეიცვლება ინდუსტრია? 


- მცირე ჩამონათვალს გეტყვით იმ საერთაშორისო ბრენდების, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ჯერ დედაქალაქიდან დავიწყებ, ეს არის ’’ინტერკონტინენტალი“, ’’რადისონ ბლუ ტელეგრაფი“ ’’პარკ ინ ბაი რადისონი“, ’’ჰილტონი,“ ’’ჰილტონ გარდენინი“ ’’მოქსი“, ’’რამადა“ და ა.შ. ასევე განახლების შემდეგ ’’შერატონ მეტეხი პალასი“ გაიხსნება. 

-ქვეყნის რომელ რეგიონშია კიდევ ასეთი ბრენდების სასტუმროების მშენებლობა მოსალოდნელი? 

-საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Golden Tulip თელავში ხსნის სასტუმროს. ასევე ქუთაისში და ბათუმში გაიხსნა სასტუმროები ბესტ ვესტერნი და 16 სხვა ქალაქში გეგმავს გაფართოებას, მათ შორის, როგორც ვიცი, თელავში. შესაბამისად რეგიონებში ყველა მიმართულებით აუცილებლად მოხდება, როგორც საერთაშორისო ბრენდების, ისე ადგილობრივი დეველოპერების მიერ სასტუმროების მშენებლობა. 

-როგორ შეიძლება აღნიშნული ბაზარი შეიცვალოს? 

-მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხი და ეს არის, როდესაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად არა მხოლოდ ფასების გადახედავ ამოხდება, არამედ მომხმარებლისთვის კონკურენტებზე უპირატესი მომსახურებისა და პირობების შეთავაზება მოხდება. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ თამაშს გარეთ აღმოჩნდებიან. კონკურენცია ძალიან დიდი იქნება. 

ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, როდესაც ინვესტორები ჩვენთან მოდიან, როგორც წესი, ძალიან კარგად იციან ხოლმე ზუსტად რომელ რეგიონში უნდათ ინვესტიციის ჩადება, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარს კარგად სწავლობენ. მათ ჩვენი კომპანიაც ამომწურავ ინფორმაციასა და კვლევას სთავაზობს ნებისმიერი ბაზრის და ლოკაციის.

 

ბიზნესკონტრაქტი



როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up