სასტუმროების ქსელ “მგზავრებს” Best Western-ის ბრენდით სარგებლობის უფლება მიენიჭა

სასტუმროების ქსელ “მგზავრებს” Best Western-ის ბრენდით სარგებლობის უფლება მიენიჭა

access_time2016-03-10 12:09:45

სასტუმროების ქსელ “მგზავრებსა” და  Best Western International-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.  

 

2013 წლიდან საქართველოში Best Western International-ის ოფიციალური წარმომადგენელი არის კომპანია „კაპიტოლ რიალ ისთეითი“, რომელიც ყიდის ბრენდით სარგებლობის უფლებას ყველა იმ დაინტერესებულ კომპანიაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ბრენდის აუცილებელ მოთხოვნებს (www.cre.capitol.ge). 


„მგზავრები გუდაურისა“ და „მგზავრები ბათუმის“ სასტუმროებმა Best Western-ის ბრენდით სარგებლობის უფლება მიიღეს და ამიერიდან სასტუმროების მართვა ამ საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „მგზავრები“-ს ბაკურიანისა და გონიოს სასტუმროების ქსელში გაერთიანების შესახებ.  


„მგზავრები ბათუმი“ Best Western International-ის ახალი ბრენდის Vīb-ის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იქნება მსოფლიოში. 



სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ქართული კომპანიაა, რომელიც 7 წელია ბაზარზე არსებობს და მდგრადი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. კომპანია მუდმივად აუმჯობესებს მართვას და მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს მისი სტუმრებისა და სასტუმრო ნომრების მფლობელების კომფორტი (www.mgzavrebi.ge).

 

Best Western International  მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელია. იგი ქსელში გაერთიანებულ სასტუმროებს ეხმარება სტანდარტების ინტეგრირებასა და პერსონალის გადამზადებაში, ხელს უწყობს სასტუმროების  ონლაინ დაჯავშნის და ჯგუფური და ინდივიდუალური გაყიდვების ზრდას (www.bestwester.com).  

 

ამჟამად საქართველოში ამ ბრენდის ქვეშ, თბილისის ცენტრში მდებარე ერთი სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს. 


Best Western International -ის წარმომადგენელსა და სასტუმროების ქსელ „მგზავრები“-ს შორის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი 18 მარტს გაიმართება.

 




„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up