სასტუმროების მესამედი კრიზისის გამო გაიყიდა, ან  იყიდება -  ტურიზმის კვლევის ცენტრი

სასტუმროების მესამედი კრიზისის გამო გაიყიდა, ან იყიდება - ტურიზმის კვლევის ცენტრი

access_time2021-05-18 14:00:23

,,სასტუმროების და ზოგადად, განთავსების ობიექტების მესამედი საერთოდ ვეღარ გაიხსნება, ზოგი უკვე გასხვისდა, ზოგი გასხვისების პროცესშია და ზოგი ბანკმა წაიღო“- ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ტურიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ალექსანდრე გიორგაძის თქმით, კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეა, თუმცა წინასწარი მონაცემებით კრიზისმა ყველაზე მეტად ზამთრის კურორტები დააზარალა.

 

,, ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს, როცა სასტუმროებს ფუნქციონირების აღდგენის უფლება მიეცათ, ვეღარ გაიხსნა ობიექტების 30%. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რთულია ვთქვათ, სრული მონაცემები. კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეა, თუმცა წინასწარი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ სასტუმროების და ზოგადად, განთავსების ობიექტების მესამედი საერთოდ ვეღარ გაიხსნება, ზოგი უკვე გასხვისდა, ზოგი გასხვისების პროცესშია და ზოგი, ბანკმა წაიღო. დარჩენილი სასტუმროებიდან კი, რომლებიც გადაურჩნენ ლიკვიდაციას, აქტიურ ბაზარზე მისი ნახევარია დაბრუნებული. რიცხვებით რომ ვისაუბროთ, სასტუმროების 30-40% გაიხსნა, დანარჩენი კი გაჩერებული ან გასხვისებულია.

 


მათი ნაწილი, ვინც გადარჩა, ბაზარზე დაბრუნებისგან თავს იკავებენ, რადგან გახსნა ნიშნავს საგადასახადო ტვირთის თავიდან ამოქმედებას. პერსპექტივა კი სამწუხაროდ, ბუნდოვანია და არ არის პროგნოზირებადი გარემო. არც ხელისუფლების დაპირებები და სხვადასხვა განცხადებებია სანდო. ეს აჩვენა პრაქტიკამ.

 

გუდაურში და სხვა, სამთო კურორტებზე ამ მხრივ განსაკუთრებით რთულია ვითარება, რადგან ჩავარდა კოვიდამდელი სეზონი ჯერ უთოვლობის გამო და შემდეგ, გუდაურს უბრალოდ წყალი არ ჰქონდა მთელი სეზონი. ამიტომ, განგრძობად პერიოდში კრიზისმა, ეს კურორტი და იქ, სასტუმროს მფლობელები ყველაზე მეტად დააზარალა. ჩვენი კვლევის დეტალური შედეგები დაახლოებით სამ კვირაში იქნება. აღვწერთ, როგორც სტატისტიკას, ასევე გამომწვევ პირობებსაც დეტალურად“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

 

bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up