სასტურმოების სექტორი ტურისტული სეზონის განახლებას ივნისის თვიდან პროგნოზირებს. Wyndham Grand Tbilisi-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის განმარტებით, მაისის ბოლოდან არცერთი ჯავშანი გაუქმებული არ არის, მეტიც ახლებია დამატებული.
გიორგი დოლიძის განმარტებით, კრიზისული პერიოდის დაძლევის და ფრენების აღდგენის შემთხვევაში ტურისტული ნაკადების შემოსვლა ზაფხულიდან ეტაპობრივად განახლდება.
მისივე თქმით, მარტ-აპრილში გაუქმებული ჯავშნების უმრავლესობა აგვისტოსა და სექტემბერზეა გადანაწილებული.
„ბიზნესპარტნიორი“