სასტუმროები, ფერმები, ავიაცია - ინდუსტრიები, რომელთაც პანდემიის შემდეგ მუშაობის განახლება გაუჭირდა

სასტუმროები, ფერმები, ავიაცია - ინდუსტრიები, რომელთაც პანდემიის შემდეგ მუშაობის განახლება გაუჭირდა

access_time2021-04-03 14:00:59

იმ ინდუსტრიებს, რომლებმაც ჩOVID-19 პანდემია მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანეს, სრულ ფინანსურ აღდგენამდე და სისტემის თავიდან გამართვამდე შესაძლოა, წლები დასჭირდეთ.
კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა ბიზნეს სფერომ განიცადა, თუმცა არიან განსაკუთრებულად დაზარალებულებიც, რომლებიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში სრულად გაჩერდნენ.
საჰაერო სამგზავრო ინდუსტრია
ფართო სასაზღვრო შეზღუდვების ფონზე სერიოზული დარტყმა განიცადა გლობალურმა საჰაერო მიმოსვლამ. მხოლოდ აშშ - ში, აპრილში მგზავრთა რაოდენობა 94% –ით შემცირდა. სექტორი კი კვლავ ხარჯავს ფულს.
სექტემბერში, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IAთA) განაცხადა, რომ 2020 წელს მთლიანი საჰაერო მიმოსვლა 66% -ით დაბალია, ვიდრე 2019 წელს იყო. იგივე წყაროს თქმით, საჰაერო მიმოსვლა 2024 წლამდე დადებით მაჩვენებელს ვერ დაიჭერს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ავიაკომპანია მთავრობის დახმარებას იღებს, ოქტომბერში „ამერიკის ავიახაზებმა“ 40 000 სამუშაო ადგილი გააუქმა და თებერვალში განაცხადა, რომ კიდევ 13 000 შტატი გაუქმდებოდა. იგივე ვითარება იყო სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებშიც.
სასტუმროები
სასტუმროების ინდუსტრია ავიაკომპანიების მსგავსად გამოწვევების წინაშე დგას. მთელ მსოფლიოში ტურისტულ მიმართულებებზე დასაქმების დონე 97% -ით შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა სასტუმროების ჯავშნებიც. მეპატრონეები კი, რომლებიც ამაზე იყვნენ დამოკიდებულნი, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
ინდუსტრია იმედოვნებს, რომ ფეხზე დადგომას კვლავ შეძლებს, რადგან გარკვეული დადებითი ტენდენციები ნელ-ნელა იკვეთება. სოციალური დისტანცირებით და გაუმჯობესებული ჰიგიენის ზომებით პანდემიის გაუქმების შემდეგ მრავალი სასტუმრო გაიხსნა.
ავტომობილების ინდუსტრია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ავტომწარმოებლებმა სამმაგი დარტყმა განიცადეს: ქარხნების და სადილეროების დახურვა, მიწოდების ჯაჭვის მოშლა და მომხმარებელთა მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა. IHშ Mარკიტ– ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ პანდემიის შემდეგ ინდუსტრიის გამოჯანმრთელება ნელა დაიწყება.
2020 წელს დიდ ბრიტანეთში, ახალი ავტომობილების გაყიდვები 4.4% -ით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი გაყიდვაა 1999 წლის შემდეგ. აშშ – ში, 2020 წლის მეორე კვარტალში ავტომობილების გაყიდვებმა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგები დააფიქსირა. ათასობით გაუყიდავი მანქანა ინახება ბრიტანეთის ჩჰიპპინგ ჭარდენ აეროდრომზე.
ფერმები და სოფლის მეურნეობა
მაღაზიების, რესტორნებისა და სკოლების დახურვის შემდეგ სოფლის მეურნეობის ზოგიერთ სექტორს სერიოზული ზიანი მიადგა. ამერიკელი რძის ფერმერების შეფასებით, აშშ-ის ფერმერებს, პანდემიის პიკის დროს, მოთხოვნის არარსებობის გამო ყოველ დღე 14 მილიონი ლიტრი რძე უნდა გადაეღვარათ.
სიმინდისა და ხახვის მწარმოებლები კვლავ ხნავენ თავიანთ მიწებს მოსავლის შემდეგი პარტიის დარგვამდე, იმ იმედით, რომ ბაზარზე მოთხოვნა აღდგება. 2020 წელს მეურნეობების რაოდენობა ამერიკაში დაახლოებით 4,400-ით შემცირდა.
მსგავსი ამბავი მოხდა დიდ ბრიტანეთში, რძის ფერმერთა სამეფო ასოციაციის თანახმად, კრიზისის პერიოდში ყოველ კვირას ხუთი მილიონი ლიტრი იკარგებოდა.
სათევზაო ინდუსტრია
რესტორნებისა და საცალო მოვაჭრეების მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ და მომარაგების ჯაჭვის პრობლემებმა თევზის ინდუსტრიას პრობლემები შეუქმნა.
2020 წლის დასაწყისში მხოლოდ აზიის ქვეყნებში ინდუსტრია რამდენიმე თვით იყო პარალიზებული, რამაც ბევრი მუშა შემოსავლების გარეშე დატოვა.
საკვები ინდუსტრიის გარდა ერთწლიანი შოკი განიცადეს სავარჯიშო დარბაზების, ნავთობისა და გაზის, კლუბური კულტურის, თეატრისა და კინოს სფეროებმა. ყველაზე მეტად ჩამოთვლილთაგან მაინც ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დაზარალდა. ნავთობის ფასებმა ისტორულ მინიმუმამდე ვარდნაც კი განიცადა, თუმცა, ამჟამად ფასები მერყეობს.
ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ინდუსტრია კრიზისს 2022 წლამდე ვერ გადალახავს.
bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up