სასტუმრო სფეროს რეკომენდაციები ცნობილია - ამბასადორი კაჭრეთი ღია სივრცეს და აუზებს 6 ივნისს გახსნის

სასტუმრო სფეროს რეკომენდაციები ცნობილია - ამბასადორი კაჭრეთი ღია სივრცეს და აუზებს 6 ივნისს გახსნის

access_time2020-05-24 17:00:32

მთავრობამ ადგილობრივებისთვის ტურისტული სეზონის გახსნა ივნისში დააანონსა საერთაშორისო მოგზაურებს კი 1 ივლისიდან ველოდებით. გუშინ ცნობილი გახდა რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სასტუმროებმა იმისთის, რომ მომხმარებელი უსაფრთხოდ იყოს. მათ შორის აუზებში 6 მ2-ზე 1 ადამიანი უნდა განთავსდეს, სასტუმროებს შეზლონგების და მაგიდების ორმეტრიანი დისტანციით დალაგება მოუწევთ. დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და თანამშრომლების აღჭურვა - ეს იმ რეკომენდაციების ჩამონათვალია, რომლის შესრულებაც ყველა სასტუმროსთვის სავალდებულოა.


რეკომენდაციების გამო სფეროს წარმომადგენლები და მომხმარებლები სასტუმროებში მომსახურების ფასის ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა კახეთში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი თეა ლეშკაშელი ამბობს, მიუხედავად გაზრდილი ხარჯისა, სასტუმროს ნომრის და რესტორნის ფასები მაქსიმალურად უცვლელი დარჩა.


„ჩვენ გვესმის გაზრდილი ხარჯების, მაგრამ ასევე გვესმის ჩვენი სტუმრების, რომელთა ნაწილი უსამსახუროდ დარჩა, ნაწილს კი შესაძლოა შემოსავალი შეუმცირდა. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ ფასების კორექტირება არ გაგვეკეთებინა“,- აცხადებს თეა ლეშკაშელი.



მფლობელის გადაწყვეტილებით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ უფასოდ გადაეცა მთავრობას საკარანტინე სივრცის მოსაწყობად. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება.


„ამ პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საფრთხე არავის შეექმნას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთი დარჩა მწვანე ზონად რაც ძალიან გვახარებს. ჩვენს არც ერთ სტუმარს კორონავირუსი არ გამოვლენია. ამასთან საკარანტინე რეჟიმის დასრულებისთანავე, ჩავუტარეთ ტესტი ყველა თანამშრომელს, რა თქმა უნდა, ამ ტესტზე პასუხებიც იყო უარყოფითი“,-ამბობს თეა ლეშკაშელი.


სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი აუზებს და რესტორნებს 6 ივნისიდან ხსნის, სრულად კი 15 ივნისიდან გიმასპინძლებთ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up