განახლებული სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 15 ივლისს გაიხსნება

განახლებული სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 15 ივლისს გაიხსნება

access_time2020-06-01 12:30:59

სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 15 ივლისს გაიხსნება, ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტმროს მენეჯერმა თამუნა ჯიჯიხიამ განუცხადა. „პარაგრაფში“ სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების გამო სეზონის გახსნა ჩვეულებრივზე გვიან მოხდება.

 

„რადგანაც 15 ივლისამდე ვერ ვიხსნებით, შესაბამისად, რეგულაციებსა და გეგმებზე  ასევე სამუშაო სტრატეგიაზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით. ჩვენთან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - გავზარდეთ  პარკინგის მხარე და დავაგეთ ბავშვებისთვის ბალახი, სწორედ ამის გამო გაჭიანურდა პროცესები. კონკრეტული გეგმა პოსტპანდემიურ სიტუაციაში მუშაობისთვის მოგვიანებით გვექნება და  გავაჟღერებთ,“-აცხადებს „პარაგრაფის“ მენეჯერი.

 

ფასებთან და რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა სასტუმრო „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“-ს ნომრების ფასი 654 ლარიდან იწყება და 3000 ლარსაც აღწევს.



სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 2017 წელს გაიხსნა.  „Marriott International“-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.


„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ პირველი სასტუმროა, რომელიც „Marriott“-ის ქსელის „Autograph Collection“-ის ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2020 წლის ბოლომდე კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე) და თაბორის ქედზე კიდევ ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ისდა Luxury Collection-ის ბრენდების სტატუსით დაიწყებენ ოპერირებას.

 

მარიამ მორგოშია





აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...


მსგავსი სიახლეები

up