„მარკო პოლო“ გუდაურში კოტეჯების ქსელის განვითარებას იწყებს (ფოტო)

„მარკო პოლო“ გუდაურში კოტეჯების ქსელის განვითარებას იწყებს (ფოტო)

access_time2018-11-08 16:30:38

სასტუმრო „მარკო პოლო“ ფართოვდება და ის 2019 წელს დამატებით სამი 12 პერსონაზე გათვლილი ლაქშერი კოტეჯით იქნება წარმოდგენილი. როგორც „კომერსანტს“ სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორმა ირაკლი მამფორიამ განუცხადა, ამ ეტაპზე კოტეჯების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო მისი სარემონტო სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება. პროექტის დასრულება 2019 წლის აპრილში იგეგმება. რაც შეეხება ინვესტიციას, მამფორიას განცხადებით, სამი კოტეჯის მშენებლობა ერთობლივად დაახლოებით 2 მილიონ დოლარს აღემატება. თითოეული მათგანი სამსართულიანი იქნება.



კოტეჯის საშუალო ფასი ერთი ღამით 1 500 დოლარიდან (ზამთრის სეზონზე) დაიწყება და ის სეზონურობის მიხედვით შეიცვლება.


ასევე როგორც „კომერსანტისთვის“ ხდება ცნობილი, დაახლოებით სამ წელში „მარკო პოლოს“ ტერიტორიაზე ერთ-ერთი კანადური კომპანიის პროექტით გუდაურში 800 ახალი განთავსების ადგილი მოეწყობა.




სასტუმროს გაყიდვების დირექტორის განცხადებით, შესაძლოა „მარკო პოლომ“ სასტუმრო ინდუსტრიაში სამი წლის განმავლობაში ორი მსოფლიო ბრენდი „მერკური“ და „მერიოტი“ გუდაურში შემოიყვანოს. თითო სასტუმრო დაახლოებით 120 ნომრიანი იქნება. ასევე სამი წლის განმავლობაში „მარკო პოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება კოტეჯების მიმართულებით განვითარება და ჯამში 12 კოტეჯი გაიხსნება.


ამ ეტაპისთვის კომპანიის მხრიდან სხვა სახის დეტალები არ ხმაურდება.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე







"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up