სასტუმრო „ლეოგრანდე“  არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს

სასტუმრო „ლეოგრანდე“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს

access_time2017-12-08 10:53:26

სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდე“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასტუმრო „ლეოგრანდეს“ იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა, შეხვედრაზე სასტუმრომ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიცია გააცნო.


„თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას „ლეოგრანდე“, რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდე“ ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას“, - განაცხადა კახა წერეთელმა.


ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.



ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up