სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა

access_time2018-01-18 13:31:12

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 38-ე ბენეფიციარი ჰყავს.

 

 

როგორც „კომერსანტს“ სამინისტროდან აცნობეს, გურჯაანის რაიონის, სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების შესაბამისი 41 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.

 

 

სამინისტროს ინფორმაციითვე, სასტუმრო „ახაშენი რეზორტი" მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. 41 ნომრიან სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 35 ადამიანი დასაქმდება განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი. ამასთანავე, თითოეულ ვიზიტორს საშუალება ექნება ისარგებლოს საკონფერენციო დარბაზით და საცურაო აუზით.

 


 

ახალი სასტუმრო, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს საქართველოში ღვინის გზის მიმართულებით ტურიზმის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 520 000 ლარს შეადგენს.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 18 იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის„აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 113 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

 

 

 

 

 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up