სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს მართვას  ესპანური კომპანია T3 Hospitality Management-ი ახორციელებს

სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს მართვას ესპანური კომპანია T3 Hospitality Management-ი ახორციელებს

access_time2018-05-22 13:30:08

სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს მართვას  ესპანური კომპანია T3 Hospitality Management-ი ახორციელებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა და სასტუმროს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მმართელმა კომპანიამ მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო.


 

კერძოდ, ყველა თანამშრომელს უტარდება ტრეინინგები. გარდა ამისა, ხდება სწორი შესწყიდვების, მომსახურების  ოპტიმიზაცია.რაც ჭყონიას მტკიცებით, გაზრდის სასტუმროს მომგებიანობას და ის სხვა სასტუმროებთან შედარებით იმაზე მეტად კონკურენტული იქნება, ვიდრე დღეს.


 

„ძალიან დიდ დროს უთმობენ მომსახურეობის თემას, სტუმართმოყვარეობის გაძლიერებას. საქართველოში ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ სტუმებს  დაღვრემილები  ვხვდებით. ეს კომპანია ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“-აცხადებს ჭყონია.


რაც შეეხება იმას,ახალი მენეჯმენტის პირობებში, შეიცვლება თუ არა საფასო პოლიტიკა, ჭყონია განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნილებაზე. მთავარია ის, რომ სასტუმროში იყოს სტუმარი,ამას რა ფასად გააკეთებს და მოიწვევს მენეჯმენტი, ეს ცალკე თემაა. ისე, ყველაფერი რაც გვიჯდება მაქსიმალურად რომ ფასში აისახოს, გაძვირდება. ამას ახალი მენჯმენტი გადაწყვეტს. ბაზრის მოთხოვნილება ადამიანების შესაძლებლობებსაც  უნდა შეესაბამებოდეს-აცხადებს ჭყონია. 



 

ქობულეთში Georgia Palace Hotel & Spa 2008 წლის ზაფხულში გაიხსნა და შავიზღვისპირეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო. სასტუმრო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაფინანსებით, ქართულმა კომპანიამ ააშენა. სასტუმროში 155 ნომერია, მათ შორის 5 ლუქსი. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მთლიანად ქართველებისგანაა დაკომპლექტებული.

 

 

რაც შეეხება T3 Hospitality Management-ს , ეს არის  ესპანური სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან  მოღვაწეობს. საქართველოს წარმომადგენლობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსეთისა და სხვა დსთ-ს ქვეყნების სასტუმროების მართვას ემსახურება.


 

T3 Hospitality Management-ი ხელმძღვანელობს 22 პროექტს ესპანეთში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, საქართველოსა და ნიგერიაში. კომპანიას აქვს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის 5, 4 და 3-ვარსკვლავიანი,  სასტუმროების მართვის გამოცდილება.ის მუშაობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Hilton, InterContinental, Wyndham, Best Western და ა.შ.


 

 T3 Hospitality Management-ი  განახორციელებს კაპიტოლ ჯგუფის პროექტის “12 სასტუმრო 12 რეგიონში” ფარგლებში გახსნილი სასტუმროების მართვას.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up