Seedstars -სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ საერთაშორისო სტარტაპ კონკურსს მასპინძლობს

Seedstars -სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ საერთაშორისო სტარტაპ კონკურსს მასპინძლობს

access_time2019-06-28 14:56:20


საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდება გლობალური მასშტაბის სტარტაპების კონკურსი Seedstars World 2019, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი საპარტნიორო ფონდი და სასტუმრო ბორჯომი ლიკანია.



მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკურსი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ტარდება და მათ საჭიროებებზეა მორგებული. ღონისძიება ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში და მასში 100 000-მდე სტარტაპი მონაწილეობს.


Seedstars-ი საქართველოში წლის გამარჯვებულ სტარტაპს გამოავლენს, რომელიც  საქართველოს სახელით, შვეიცარიაში გაემგზავრება და 500,000 აშშ დოლარის ჯილდოსთვის იბრძოლებს.



კონკუსრის ფარგლებში სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი“ მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონალური ტურიზმის განვითარებას.



ბორჯომის რეგიონი გამორჩეულია საკუთარი ფლორით, კლიმატითა და უნიკალური ვულკანური წყლებით. შესაბამისად, იდეალური ადგილია როგორც დასასვენებლად, ასევე ნებისმიერი ბიზნეს ღონისძიებისთვის.



2018 წელს, Seedstar-ის გლობალურ სამიტზე, შვეიცარიაში, საქართველოდან სტარტაპ STYX-ის გუნდი წარდგა.


STYX – ციფრული ინფრასტრუქტურაა, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში, ტვირთის გადამზიდავებისა და დამკვეთების ელექტრონულ დაკავშირებას უზრუნველყოფს. პროექტმა 2016-2018 წლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორ კონკურსში გამარჯვების შედეგად 200 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.



როგორც ცნობილია, კონკურსის პირველი დღე თბილისში ჩატარდება, 30 ივნისს კი ბორჯომში გაგრძელდება.


(NS)





საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის...

ირაკლი ხმალაძე - უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს

ირაკლი ხმალაძე - უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს
access_time2019-12-11 11:56:16
„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...


მსგავსი სიახლეები

up