ტურიზმის სექტორში სესხების მხოლოდ 13%-ია ლარში გაცემული

ტურიზმის სექტორში სესხების მხოლოდ 13%-ია ლარში გაცემული

access_time2022-06-20 10:00:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის და სასტუმრო სექტორის კვლევა წარმოადგინა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ტურიზმის მახასიათებლებს პანდემიამდე და დამატებით, აღწერს COVID-19 შედეგებსა და აღდგენის ტემპებს ამ სექტორში. მათ შორისაა ინფორმაცია სასტუმროების სექტორის პორტფელის, კონცენტრაციის, შემოსავლის წყაროების და მსესხებლის კატეგორიის მიხედვით.


კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი, 1 733 სესხი „თიბისის“ აქვს გაცემული, რომელთა მოცულობაც 1.3 მილიარდ ლარს აჭარბებს. მეორე პოზიციაზეა „საქართველოს ბანკი“ გაცემული 1 230 სესხით, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ ლარზე მეტია. მესამეა „კრედო“ 713 კრედიტით.


სესხების 58% მიკროა (MICRO), 32% - მცირე და საშუალო ბიზნესესხია (SME) და 10% - მსხვილი ( CORP). მოცულობის მიხედვით ყველაზე დიდია CORP-ის - ₾1.9 მლრდ (64%).


ანგარიშის თანახმად, 2.9-მილიარდიანი პორტფელის 87% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამასთანავე, უკანასკნელ წლებში მზარდია კრედიტებში ლარის წილი, თუმცა სესხების მთლიან ნაშთზე ჯერჯერობით დიდ გავლენას ვერ ახდენს. სებ-ის შეფასებით, კრედიტების მაღალი დოლარიზაცია ამ სფეროს კრიზისების მიმართ მოწყვლადს ხდის.



კვლევის თანახმად, პანდემიურ 2020-ში პორტფელის ზრდა შენარჩუნდა (+ ₾772 მლნ). კურსის ცვლილების ხარჯზე, 350 მლნ-იანი მატებით (45%). 41% (+ ₾314 მლნ) 10 უმსხვილესი სასტუმროს პორტფელის ზრდაზე მოდის.


როგორც „ეროვნული ბანკის კვლევაშია აღნიშნული სესხის ნაშთის წილი ლარში მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი დაბალია.


ასევე კვლევის ავტორები მიუთითებენ რომ: „სესხის ნაშთის ევროში კონვერტირება გაძლიერდა 2017 წლიდან დოლარის გაცვლითი კურსის ლართან მიმართებაში სწრაფი გამყარების ფონზე; მზარდია სესხის ნარჩენი ვადიანობა, ზრდის ტემპი შედარებით მაღალია ლარის სესხებზე, რაც ბანკების მიერ ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდით აიხსნება; უცხოური ვალუტის ვადიანობები თითქმის თანაბარია; ასევე გამომდინარე იქედან რომ 2021 წელს მცირე კლება იყო პორტფელში, შეინიშნება ვადიანობის შემცირებაც.


ნაშთებზე ვადიანობის ზრდის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საკონტრაქტო ვადიანობების ზრდა ყველა ვალუტაში; ამასთან ლარის და უცხ. ვალუტის ვადების გეპი სულ უფრო მცირდება; კლებადია საპროცენტო განაკვეთებიც ნაშთებზე, განსაკუთრებით ვალუტაში, 2021-ში რისკების ზრდის გამო შეინიშნება განაკვეთის ზრდა ყველა ვალუტაში, თუმცა განსაკუთრებით ლარში, რაც უმეტესწილად რეფინანსირების განაკვეთის ზრდითაც აიხსნება“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up