სასოფლო–სამეურნეო მიწების შეძენასთან დაკავშირებულ კანონპროექტში ბანკებისთვის გამონაკლისის დაშვება თავად საბანკო სექტორმა ითხოვა

სასოფლო–სამეურნეო მიწების შეძენასთან დაკავშირებულ კანონპროექტში ბანკებისთვის გამონაკლისის დაშვება თავად საბანკო სექტორმა ითხოვა

access_time2017-09-15 13:50:35

როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწების შეძენასთან დაკავშირებულ კანონპროექტში ბანკების გამონაკლისებში ჩასართავად  მთავრობას თავად საბანკო სექტორმა მიმართა.  ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია განმარტავს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტლება  საბანკო სექტორთან კონსულტაციის შემდგომ მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკებში სესხის უზრუნველყოფა მიწით ვეღარ მოხდებოდა და საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნებოდა.

 

მისი მტკიცებით, საბანკო სექტორმა მთავრობას ის სტატისტიკა წარუდგინა, თუ რა ხდება საბანკო სექტორში სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ  საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ იმ მხრივ,თუ  სასოფლო-სამეურნეო მიწებს,როგოროც ეკონომიკურ კატეგორიას  უზრუნველყოფისთვის ვერ გამოიყენებენ.

 

„ბანკი მას უზრუნველყოფაში ვერ აიღებს.პრობლემური სესხის შემთხვევაში მიწის აუქციონზე ვერ გაყიდვის შემთხვევაში ბანკი იძულებული ხდება ხოლმე თავად იყიდოს ეს მიწა. თუმცა, ამ მიწას ვეღარ ყიდულობს, რადგან ბანკი არ არის საქართველოში,რომელსაც უცხოელი დამფუძნებელი არ ყავდეს.გამომდინარე,აქედან   ყველა ბანკი მიწის უზრუნველყოფაში ჩადებაზე უარს იტყოდა“-აცხადებს გვასალია.

 

მისი მტკიცებით, არსებობს საკმაოდ ბევრი „ქეისი“,როდესაც აუქციონზე მიწა ვერ გაიყიდა, ბანკმა უკვე ფულიც გადაიხადა, თუმცა, საჯარო რეესტრში  მორატორიუმის გამოცხადების გამო ვერ გადაიფორმა.

 

„ამ დროს ვღებულობდით იმას, რომ ბანკმა ფაქტობრივად სესხი დაუფარა მიწის მფლობელს და ქონებაც დაუტოვა იმიტომ, რომ ვერ გაიფორმა. ეს მომავალში პრობლემებს შექმნიდა. ბანკებს არსებულ „ქეისებში“ პრობლემა  შეექმნებოდათ, სამომავლოდ ისინი სასოფლო-სამურნეო მიწას უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდებდნენ. გამომდინარე აქედან, მიწის მფლობელ ფერმერებს შეექმნებოდათ პრობლემა“- აცხადებს გვასალია.

 


როგორ ცნობილია, კანონპროექტით კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეძლევათ ვალდებულება შესაბამისად ორი და ერთი წლის ვადაში გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიწას 2 წლის ვადაში ვერ გაასხვისებს, გვასალია განმარტავს, რომ ეს საკითხი აუცილებლად ჩადებული უნდა იყოს ორგანულ კანონში, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს.

 

„თუ სახელმწიფო განსაზღვრავს იმას, რომ ჩადებული მიწები 2 წლის შემდეგ მან უნდა შეისყიდოს, მაშინ ბანკებმა წინასწარ უნდა იცოდნენ როგორი მეთოდით მოახდენს ის შეფასებას, რათა ბანკებმა იგივე მეთოდებით შეფასებული მიწები ჩაიდონ უზრუნველყოფაში. ეს ყველაფერი ორგანულ კანონში უნდა გაიწეროს“-აცხადებს გვასალია.  

 

 

მისივე მტკიცებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე  ქვეყანაში შემცირდება მიწების მყიდველთა ბაზები, რაც აუცილებლად  იმოქმედებს მიწის ლიკვიდობაზე და  ფასზე. კერძოდ, გვასალია  არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ მიწის ღირებულება შემცირდეს.

 

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგოდ იღებს.

 

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 



„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up